ვაშინგტონში, გასულ კვირას კაპიტოლიუმზე მიტანილი შტურმის შემდეგ, დებატები მიმდინარეობს საკითხზე, შეუძლია თუ არა პრეზიდენტ ტრამპს საკუთარი თავის წინასწარ შეწყალება.
გასულ კვირას, ტრამპის მხარდამჭერების მიერ კონგრესზე თავდასხმას, წარმომადგენელთა პალატაში ტრამპის მეორე იმპიჩმენტი მოჰყვა. დემოკრატები მომხდარში ტრამპის როლის ფედერალურ დონეზე გამოძიებას ითხოვენ.
სწორედ ამ საკითხს უკავშირდება განხილვა იმაზე, შეუძლია თუ არა პრეზიდენტ ტრამპს გამოიყენოს მინიჭებყული უფლებამოსილება და მომავალში სასამართლო დევნის თავიდან ასაცილებლად, საკუთრი თავი წინასწარ, ბრალის დამტკიცებამდე შეიწყალოს.
ასევე ნახეთ: ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტი - განმარტებაამ საკითხზე პრეზიდენტი წარსულშიც საუბრობდა. 2018 წელს, როცა მის წინააღმდეგ რუსეთთან კავშირებზე გამოძიება მიმდინარეობდა, ტრამპმა თქვა, რომ მას აქვს საკუთარი თავის შეწყალების „აბსოლუტური უფლება“.
თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის მრჩევლები ცდილობენ მის დაყოლიებას, ეს არ გააკეთოს. მათი თქმით, ეს არაა მის ინტერესში, რადგან საკუთარი თავის შეწყალება ბრალის აღიარებას მოიცავს. ამას კი შესაძლოა, იუსტიციის დეპარტამენტის მხრიდან, მომავალი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში, შეწყალების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და მის წინააღმდეგ ბრალდებების წარდგენა მოჰყვეს.
შეუძლია თუ არა პრეზიდენტს საკუთარი თავის შეწყალება?
ამერიკის კონსტიტუცია ამ საკითხის ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. კონსტიტუციის მეორე მუხლი, პრეზიდენტს აძლევს „აშშ-ის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების თაობაზე, განაჩენის აღსრულების გადავადების და შეწყალების უფლებას, გარდა - იმპიჩმენტის საქმეებისა“.
ასევე ნახეთ: დონალდ ტრამპს წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა„არცერთ პრეზიდენტს არ უცდია საკუთარი თავის შეწყალება, ამიტომ პრეცედენტი არ გვაქვს“, - ამბობს ჯეფრი კრაუჩი, ამერიკის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი. „ამაზე პრეზიდენტი ნიქსონი ფიქრობდა, თუმცა არჩია, ეს არ გაეკეთებინა“, - თქვა მან.
ისინი კი, ვინც ამბობს, რომ პრეზიდენტს საკუთარი თავის შეწყალება შეუძლია, არგუმენტად იყენებენ იმას, რომ ამ საკითხზე კონსტიტუციაში საწინააღმდეგო ჩანაწერი არ არის. ამერიკის ლიდერს, მათი თქმით, აქვს ფედერალური დანაშაულის შენდობის უფლება და თუ თავად ის ჩაიდენს ფედერალურ დანაშაულს, მას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის შეწყალება.
ასევე ნახეთ: სენატი ტრამპის იმპიჩმენტისთვის დაჩქარებული პროცედურების ჩატარებას არ გეგმავსთუმცა, ისინი, ვინც საწინააღმდეგოს ფიქრობენ, და ეს მკვლევართა უმეტესობაა, ამბობენ, რომ „შეწყალება“ გულისხმობს ორ ადამიანს შორის ქმედებას, ერთის მიერ მეორის შეყწალებას.
„სიტყვა შეწყალების კონოტაცია ისაა, რომ ერთი მეორეს იწყალებს. ისტორიულად ის ასე იყო აღქმული“, - ამბობს სტივ მალროი, მემფისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი.
მალროი ამბობს, რომ თვითშეწყალება ამერიკის სამართლის პრინციპს უპირისპირდება, რომლის ფესვებიც ინგლისურ სამართალშია, და რომელიც ამბობს, რომ არავის შეუძლია იყოს მსაჯული საკუთარ საქმეში.
„ამიტომ, მაშინ როცა შეწყალების უფლება ძალიან ფართოა და უზენაეს სასამართლოს ამაზე გადაწყვეტილება არასდროს გამოუტანია, კონსტიტუციის მკვლევრების უმეტესობა იტყოდა, რომ შენ საკუთარი თავის შეწყალება არ შეგიძლია“ - ამბობს მალროი.
ასევე ნახეთ: ანალიზი - როგორ დამარცხდა კაპიტოლიუმის პოლიცია1974 წელს, იუსტიციის დეპარტამენტმა ეს საკითხი განიხილა. პასუხი იყო - არა. დეპარტამენტის ლეგალურ მრჩეველთა ოფისის მემორანდუმის მიხედვით „თვითშეწყალება უპირისპირდება „ფუნდამენტურ წესს, რომ არავის არ შეუძლია იყოს საკუთარი საქმის მსაჯული“. ეს მემორანდუმი რჩება ამ საკითხზე იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიკის განმსაზღვრელად.
როგორ შეიძლება მოხდეს თვითშეწყალება?
ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია, საკუთარი თავის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს. თუ ის ასე მოიქცევა, ექსპერტების თქმით, ის საკუთარი თავის მიმართ „სრულ და უპირობო ამნისტიას“ მიიღებს. როდესაც პრეზიდენტი ვინმეს იწყალებს, ამნისტიის დოკუმენტში ჩამოწერილია ის ბრალდებები, რომელიც მას ეპატია.
კაროლინ მალა კორბინი, მაიამის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი ამბობს, რომ საკუთარ შემთხვევაში, პრეზიდენტი სავარაუდოდ „ცარიელ“ შეწყალებას მიიღებს, პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის შეწყალების მსგავსად.
ასევე ნახეთ: 13 000 პოლიციელი და 10 000-ზე მეტი ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი - ვაშინგტონში უსაფრთხოება მკაცრდებარა მოჰყვება პრეზიდენტის მიერ საკუთარი თავის შეწყალებას?
ეს ამ დრომდე არასდროს მომხდარა. ექსპერტები ამბობენ, რომ ტრამპის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმა შექმნის პრეცედენტს სამომავლოდ.
„პრეზიდენტის მიერ თვითშეწყალება საშინელი პრეცედენტი იქნება და მისცემს საშუალებას მომავალ პრეზიდენტებს, მძიმე ფედერალური დანაშაულები ჩაიდინონ და შემდეგ უბრალოდ საკუთარი თავი შეიწყალონ“- ამბობს კორბინი.
თუმცა ისინი, ვინც ფიქრობს, რომ პრეზიდენტს ამის უფლება აქვს, ამბობენ, რომ პრეზიდენტის ძალაუფლების გაწონასწორების კიდევ ერთი მექანიზმი, კონგრესის მიერ მისი იმპირჩემნტია. ამასთან, შეწყალება პრეზიდენტს არ იცავს მას, შტატის დონეზე მისი გასამართლებისგან.
პრეზიდენტის ამნისტია სამუდამოა და ის ვერ იქნება უკუქცეული, თუმცა ტრამპის მიერ თვითშეწყალებას, მომავალში სასამართლო დავები შეიძლება მოჰყვეს.
ასევე ნახეთ: ტრამპის ანგარიშის შეჩერების შემდეგ, "ტვიტერის" აქციები 7%-ით დაეცაბაიდენმა განაცხადა, რომ ის არ ემხრობა იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მისი წინამორბედის საქმის გამოძიებას. თუმცა, თუ პრეზიდენტი საკუთარ თავს შეიწყალებს, ამან შესაძლოა იუსტიციის დეპარტამენტის მხრიდან მის წინააღმდეგ ბრალდებების წარდგენა გამოიწვიოს.
თვითშეწყალების კონსტიტუციასთან შესაბამისობის დასადგენად, საკითხი შესაძლოა უზენაეს სასამართლომდე მივიდეს, რომელსაც ეს საკითხი ამ დრომდე არ განუხილავს.
„ადვილად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს კონსტიტუციური სამართლის საკითხია“ - ამბობს კორბინი.
შეუძლია თუ არა პრეზიდენტს გადადგეს და შემდეგ ის ვიცე-პრეზიდენტმა შეიწყალოს?
თეორიულად ეს შესაძლებელია. თუმცა, ტრამპს არ მიუნიშნებია, რომ 20 იანვარს მისი ვადის დასრულებამდე, გადადგომას გეგმავს. ჩამნაცვლებლის მიერ პრეზიდენტის შეწყალების პრეცედენტი არსებობს.
ასევე ნახეთ: მიკსი: დემოკრატია იმარჯვებს მაშინაც კი, როცა ის თავდასხმის ქვეშაა1974 წელს, როცა ნიქსონი უოტერგეიტის სკანდალის შემდეგ გადაგა, მისმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდმა პრეზიდენტი ჩაანაცვლა და შემდეგ ის შეიწყალა, შეერთებული შტატების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.
მაშინ, როცა ფორდი აცხადებდა, რომ ეს ეროვნული ინტერესების გამო გააკეთა, კრიტიკოსები ამ ნაბიჯს აღიქვამდნენ, როგორც ნიქსონის მიერ საკუთარი თავის შეწყალებას.