დაიგეგმა დევიდ კამერონის ვიზიტი რუსეთში

დაიგეგმა დევიდ კამერონის ვიზიტი რუსეთში

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დევიდ კამერონი აცხადებს, რომ ის რუსეთში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მომავალი წლის დასაწყისში აპირებს. მისი თქმით, ვიზიტის დანიშნულება რუსეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობის გამოსწორება იქნება.

ბატონმა კამერონმა და რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ეს განცხადება დღეს სამხრეთ კორეის დედაქალაქ, სეულში დიდი ოცეულის სამიტზე შეხვედრისას გააკეთეს.

რუსეთსა და დიდ ბირტანეთს შორის ურთეიერთობა მას შემდეგ გაფუჭდა, რაც ლონდონში სუკის ყოფილი აგენტი ალექსანდერ ლიტვინენკო მოწამლეს. დანაშაულში ეჭვმიტანილი სუკის ყოფილი აგენტი და ახლა კი პოლიტიკოსი ანდრეი ლუგოვოია, რომლის ბრიტანეთში ექსტრადირებაზეც რუსეთი უარს აცხადებს.

გარდა ამისა, ლონდონი და მოსკოვი რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ წამოებულ პოლიტიკას არ ეთანხმება და მის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აკრიტიკებს.