ჯორჯ ბუშ უფროსის პანაშვიდს ამერიკის ხუთი პრეზიდენტი დაესწრება

ამერიკის ხუთი ცოცხალი პრეზიდენტი ოთხშაბათს ერთად მიაგებს პატივს ჯორჯ ჰერბერტ ბუშს, ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტს. უფროსი ბუში 94 წლის ასაკაში პარასკევს გარდაიცვალა.

ყოფილი პრეზიდენტები ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი, და ბარაკ ობამა ამერიკის მოქმედ მთავარსარდალ დონალდ ტრამპს შეუერთდებიან ამერიკის ეროვნულ კსაკათედრო ტაძრში, სადაც ჯორჯ ბუშ უმცროსი, ამერიკის 43-ე პრეზიდენტი, მემორიალურ სერვისზე მამისთვის პატივის მისაგებად სიტყვით გამოვა.

ზოგიერთი სტუმარი, რომელიც კათედრალურ ტაძარში გამოსამშვიდობებელ ცერემონიას დაესწრება არიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დიდი ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ ვალესა, კანადის ყოფილი პრემიერ მინისტრი ბრაიან მულრონი და სხვა.