აუნგ სან სუ ჩი ქვეყნის პარლამენტში აირჩიეს

ბირმის დემოკრატიზაციისთვის მებრძოლი, სახელგანთქმული ქალბატონი, აუნგ სან სუ ჩი ქვეყნის პარლამენტში აირჩიეს. მან უკანასკნელი 20 წლის მეტი ნაწილი შინაპატიმრობაში დაჰყო.

ნობელის პრემიის ლაურიატმა დღეს ბოიკოტი შეწყვიტა და საზეიმო ფიცი დადო. სან სუ ჩი უარს აცხადებდა ფიცი დაედო იმ კონსტიტუციაზე, რომელიც ბირმაში სამხედრო მმართველობის პერიოდში შეიქმნა. 66 წლის ქალბატონმა ბოიკოტი მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც გასულ კვირას ბირმის დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე თანხმობა განაცხადა.