სეკვესტრი და ავიაცია

ბიუჯეტის შეკვეცა უარყოფითად მოქმედებს საჰაერო მიმოსვლაზე

Your browser doesn’t support HTML5

აშშ

ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ შტატებიდან მოგზაურობისას, მგზავრებს შეიძლება პრობლემები შეექმნათ, როგორც მიწაზე აეროპორტებში, ასევე ჰაერში თვითმფრინავშიც.

ბიუჯეტის შეკვეცა საჰაერო ტრანსპორტზე გავლენას აპრილიდან იქონიებს. ამის შესახებ ამერიკის სატრანსპორტო მიმოსვლის მდივანი რეი ლეჰუდი საუბრობს:

„ეს ძალიან მტკივნეული პროცესია მათთვის, რადგან ამ სფეროს თანამშრომლებს ეხება. თუმცა, არანაკლებ მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს მგზავრებისთვისაც.“

ბიუჯეტის შეკვეცა ნიშნავს ნაკლებ მუშა-ხელს, რაც გამოიწვევს იმას, რომ უფრო დიდი დრო დასჭირდება მგზავრების უსაფრთხოებისა და საბაჟო სამსახურების მიერ შემოწმებას - აცხადებენ ოფიციალური პირები.
სეკვესტრი ასევე გულისხმობს იმასაც, რომ ავიადისპეტჩერები იძულებით უხელფასო შვებულებაში უნდა გავიდნენ. მხოლოდ რამდენიმე დისპეტჩერი გააკონტროლებს თვითმფრინავების მოძრაობას ისეთ დაკავებულ აეროპორტებშიც კი, როგორიც ვაშინგტონის აეროპორტია.

იმ ფაქტმა, რომ მფრინავებთან კომუნიკაცია დისპეტჩერთა მცირე რაოდენობას ექნება, შესაძლოა დიდ აეროპორტებში საათნახევრიანი შეფერხებებიც კი გამოიწვიოს - ასეთ პროგნოზს აკეთებენ ოფიციალური პირები. მეტ ბერდი ავიადისპეტჩერების ეროვნულ ასოციაციას წარმოადგენს.

„საკონტროლო კოშკში მათ სჭირდებათ დისპეტჩერების კონკრეტული რაოდენობა და თუკი საჭირო რაოდენობის თანამშრომლები ვერ იმუშავებენ, მაშინ თვითმფრინავების მიმოსვლა შეფერხდება, რაც საჰაერო საცობს წარმოშობს.“

საჰაერო მიმოსვლის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი მარიონ ბლეკეი ამბობს, რომ აპირებენ გარკვეული ზეგავლენა მოახდინონ ეროვნულ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით. ბლეკეი ამბობს, რომ ეს სეკვესტრი უარყოფითად იმოქმედებს ამერიკის საჰაერო თავდაცვის წარმოებაზეც.

„თუკი სეკვესტრი 2013 და ასევე 2014 წლებშიც გაგრძელდა, ეს გამოიწვევს 2 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვას. საუბარია სახელმწიფოს მთლიან შიდა პროდუქტის შემცირებაზე 2 დან 3%-მდე რაც უზარმაზარი დანაკლისია.“

ვირჯინიის შტატის სენატორის ტიმ კეინის განცხადებით, „ნებისმიერი ფაქტორი, რაც ზიანს აყენებს საჰაერო მიმოსვლას, პირდაპირ აზარალებს ქვეყნის ეკონომიკას. ვირჯინიის სენატორი კონგრესის სხვა წევრებთან ერთად მთავრობას მოუწოდებს, რომ სეკვესტრი შეწყვიტოს.

მერილენდის შტატის კონგრესმენი ჯონ სარბანესი შიშობს, რომ სეკვესტრმა შესაძლოა ბალტიმორის აეროპორტში 94 ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვიოს.

" იმისთვის, რომ შეკვეცების ჯაჭვურ რეაქციას თავი გაერთვას, აეროპორტის ეკონომიკური აქტივობის შემცირება გახდება საჭირო.თუ ეს შემცირება დიდი დროით გაგრძელდა, მისი ჯამური ეფექტი მძიმე იქნება, რაც დროთა განმავლობაში ბიზნესის შემოსავალზეც აუცილებლად აისახება.

მიუხედავად ამისა, ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლები მაინც ამბობენ, რომ ბიუჯეტის შეკვეცა რისკის ქვეშ არ დააყენებს ფრენების უსაფრთხოებას.