ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესს ეწვევა


ბარაკ ობამა სამი დღის მანძილზე კანონმდებლებთან გამართავს შეხვედრებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამ კვირაში კონგრესს სამჯერ ეწვევა, რათა რესპუბლიკელებთან სამთავრობო დანახარჯების, ეროვნული ვალის და გადასახადების საკითხები განიხილოს. წინა ოთხწლიანი მმართველობის დროს პრეზიდენტი ობამა პოლიტიკურრი საკითხების პირდაპირ განხილვებში ძალზედ იშვიათად იღებდა მონაწილეობას.

ამის ნაცვალდ, ის კონგრესის ლიდერებს ან უშუალოდ ამომრჩეველს ესაუბრებოდა. ამდენად, მისი ეს ნაბიჯი შეიძლება ითქვას, რომ უპრეცენდენტოა.

დღეს პრეზიდენტი ობამა სენატში დემოკრატების უმრავლესობას ხვდება, რის შემდეგაც ხვალ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებთან გამარტავს მოლაპარაკებას; ხუთშაბათს კი, ის ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატებს და სენატის რესპუბლიკელებს შეხვდება.
XS
SM
MD
LG