ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში ქიმიური იარაღის გამოყენება მოხდა
ლონდონის "თაიმსი" ანონიმური თავდაცვის ოფიციალური პირების მონათხრობს აქვეყნებს, რომელიც ამტკიცებს, რომ სირიაში მიწის ანალიზით იქ ქიმიური იარაღის გამოყენება დასტურდება. წყარო ვერ აკონკრეტებს, თუ რომელმა მხარემ იხმარა ქიმიური იარაღი - ამბოხებულებმა, თუ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერებმა.
სირიის ხელისუფლება და ოპოზიცია იარაღის გამოყენებას ერთმანეთს აბრალებს. რამდენიმე დღის წინ ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ მან უარი უთხრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივან, ბან კი-მუნს, რათა გაეროს ინსპექტორებს ქიმიური არაღის გამოყენების ფაქტებზე გამოძიება დაეწყოთ. ბან კი-მუნს ქვეყნის მთელი ტერიტორიის მასშტაბით სურს გამოძიების ჩატარება. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი გაეროს ძიების უფლებას მხოლოდ ერთ რეგიონში, ქალაქ ალეპოს მახლობლად მდებარე სოფელში აძლევს, სადაც ქიმიური იარაღის გამოყენება ამბოხებულებს ბრალდება.
ამასობაში სირიაში მსხვერპლი 70 ათას ადამიანს აჭარბებს. კონფლიქტი ქვეყანაში პრეზიდენტ ასადის საწინააღმდეგო გამოსვლებით 2011 წლის მარტში დაიწყო და მას შემდეგ გრძელდება.