ავღანეთის ომის მონაწილე 25 წლის ლი რიგბი მკვლელობის ადგილზე გარდაიცვალა
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ლონდონში ჯარისკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი მამაკაცის ვინაობა დადგენილია და უსაფრთხოების ჯგუფებმა მათში ექსტრემისტი ისლამისტები ამოიცნეს.
ავღანეთის ომის მონაწილე 25 წლის ლი რიგბი მკვლელობის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ორივე ეჭვმიტანილი სროლის დროს დაჭრა.
ხუთშაბათს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორივე ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია და ერთერთი 28 წლის მაიკლ ადებოლაჯო ნიგერიელი წარმომავლობისაა.
ბრიტანეთში აკრძალული რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების ხელმძღვანელის ანჯემ ჩოუდარის განცხადებით, ადებოლაჯო სისტემატურად ესწრებოდა ჯგუფოს ცერემონიებს, რომელიც თავის დროზე სირიელმა ომარ ბაკრიმ დააფუძნა. აღსანიშნავია, რომ ბაკრი დიდი ბრიტანეთიდან 2005 წელს გაასახლეს.