უკრაინაში ხელახლა შეჭრისა და არაპროვოცირებული ომის დაწყების გამო, ბრიტანეთმა რუსეთს დამატებითი ეკონომიკური სანქციები დაუწესა.
23 ივნისს, ბრიტანეთის მთავრობის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი აკრძალვები მოიცავს ექსპორტის აკრძალვას მთელი რიგი საქონლისა და ტექნოლოგიების, თვითმფრინავის საწვავის ექსპორტზე და რუსეთში ბრიტანული ფუნტის, ან ევროს ექსპორტზე, ან გამოყენებაზე.
აკრძალული პროდუქტების სიაში შედის საქონელი, პროდუქტები და ტექნოლოგიები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღში, ნავთობის გადამუშავების დამატებით პროდუქტებსა და ტექნოლოგიაში, და კრიტიკული ინდუსტრიის პროდუქტებსა და ტექნოლოგიაში.
ასევე ნახეთ: ტრიო გადაწყვეტილების მოლოდინშიშეტყობინება კრძალავს რუსეთში წარმოებული, ან იქ შეტანილი ისეთი საქონლის იმპორტს, შეძენას ან მიწოდებას, რომლითაც ვინმემ შესაძლოა მოგება მიიღოს.
ახალი სანქციები შეზღუდვებს აწესებს, ასევე ტექნიკური დახმარების, ფინანსური დახმარების, ფონდების და საბროკერო მომსახურების სფეროშიც.
სანქციები შეეხება როგორც რუსეთს, ასევე უკრაინის იმ ტერიტორიებს, რომელსაც ახლა რუსეთი, ან მისი მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ.