ლონდონი აცხადებს, რომ რუსეთის ძალების უკრაინის საზღვარზე კონცენტრაციით ძლიერ შეშფოთებულია. დღეს ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დომინიკ რააბმა თქვა, რომ სიტუაციის დეესკალაცია სურს.
"მნიშვნელოვანი შეშფოთება გვაქვს უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის გამო" უთხრა რააბმა ბრიტანელ კანონმდებლებს. "ჩვენს მოკავშირეებთან ვმუშაობთ... ჩვენი მიზანია რუსეთის შეკავება, უკრაინის დარწმუნება [თანადგომაში] და სიტუაციის დეესკალაცია" - აღნიშნავს ის.
რუსეთის 100 000-ზე მეტი ჯარისკაცია თავმოყრილი უკრაინის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე - აცხადებს ევროპის კავშირის უმაღლესი დიპლომატი ჯოზეფ ბორელი. თუმცა, პრესკონფერენციაზე მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კრემლის წინააღმდეგ არც სანქციები და არც რუსი დიპლომატების გაძევება იგეგმება.
ასევე ნახეთ: ნატო და აშშ რუსეთისგან უკრაინასთან ჯარების თავმოყრის შეწყვეტას მოითხოვენდღეს, რუსეთთან დაკავშირებით კომენტარი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვარზე სიტუაცია "საგანგაშოდ დაძაბულია" და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე დიალოგი გაგრძელდეს.
გერმანიის კანცლერმა ასევე შეშფოთება გამოთქვა კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის გამო. "გერმანიის მთავრობა სხვებთან ერთად მოითხოვს, რომ მან ადეკვატური სამედიცინო დახმარება მიიღოს" - უთხრა მერკელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას.
ასევე ნახეთ: ვაშინგტონის სანქციები რუს დიპლომატებს, რუსულ კომპანიებს და რუსულ სავაჭრო ბაზარსვაშინგტონში, პენტაგონი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების მობილიზაცია კიდევ უფრო მასშტაბურია, ვიდრე 2014 წელს. შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტისთვის არ არის ცნობილი ის, თუ რა მიზნით ხდება სამხედრო კონცენტრაცია.
ამერიკამ "ღრმა შეშფოთება" გამოხატა რუსეთის ბოლო ნაბიჯთან დაკავშირებით. კერძოდ, კრემლი გეგმავს, რომ შავი ზღვის ზოგ ნაწილში დაბლოკოს უცხოეთის სამხედრო გემები და სხვა ტიპის საზღვაო გადაადგილება. "ეს მოსკოვის მხრიდან კიდევ ერთი ესკალაციაა მიმდინარე კამპანიაში, რომელიც უკრაინისთვის ძირის გამოთხრას და დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად" - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.