შეერთებული შტატების ტომ ლანტოსის სახელობის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში მომავალ არჩევნებზე ისაუბრეს
მაია ქვარცხავა, ვაშინგტონი
11 სექტემბერს შეერთებული შტატების კონგრესის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში, რომელიც კონგრესმენ ტომ ლანტოსის სახელს ატარებს, საქართველოს საკითხებს სპეციალური ბრიფინგი მიეძღვნა. ბრიფინგის მიზანი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილი პრობლემების განხილვა იყო.
მოხსენებით გამოსულთა შორის იყვნენ: პროფესორი კორი ველტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ევროპის, რუსეთის და ევრაზიის სწავლებათა ინსტიტუტის დირექტორი; სელესტ დრეიქი, სავაჭრო პოლიტიკის სპეციალისტი - მშრომელთა და ინდუსტრიულ ორგანიზაციათა კონგრესის ამერიკული ფედერაციიდან და ანა დოლიძე, დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის პროფესორი.
მეზობელ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში და საჯარო სამსახურების სრულყოფაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, აღნიშნეს გამომსვლელებმა. თუმცა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით სპეციალისტების შეშფოთება თანდათან იზრდება. ანალიტიკოსთა კრიტიკის საგანია გამოხატვის თავისუფლება, მშრომელთა უფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ხელისუფლების მიერ საჯარო რესურსების გამოყენება პოლიტიკური მხარდაჭერის გაზრდის მიზნით და ძალადობა ოპოზიციური პარტიების მიმართ. საქართველოში დემოკრატიის განვითარების გზაზე შექმნილ პრობლემებთან ერთად, ასევე იმსჯელეს იმ რისკებზე და პოტენციურ შედეგზე, რომელიც შესაძლოა ქვეყანაში მომავალი არჩევნების სამართლიან ჩატარებას და ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვის საქმეს შეექმნას.
შეხვედრას შეერთებული შტატების კონგრესის წევრები, სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები, რეგიონალური ექსპერტები, ამერიკაში საქართველოს საელჩოს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.