ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირა რჩება


დღეს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო შეკრება თელავში გამართა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

საარჩევნო ვნაბათაღლვა საქართველოში კულმინაციას უახლოვდება. ორი ძირითადი კონკურენტი, ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ყოველდღიურ მარათონულ რეჟიმში მუშაობს. თუ ოპოზიციურმა კოალიციამ შეკრებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში შუა ზაფხულიდან დაიწყო, არჩევნებამდე გაწერა და ამით თქვა, რომ მისი მხარდამჭერი საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანია, ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა ხალხმრავლობის ჩვენების შეჯიბრში ჩართულიყო და ამისთვის გუშინ მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში მხარდამჭერები შეკრიბა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მანანა კობახიძე საუბრობს განსხვავებების თაობაზე ოპოზიციისა და სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდამჭერების შეკრებისას. მისი თქმით, ოპოზიციურ მიტინგებზე საზოგადოება ცალსახად საკუთარი სურვილითა და გულისკარნახით გამოდის, ნაციონალური მოძრაობის შეკრებების ორგანიზებაში კი სრულიად ჩართულია სახელისუფლებო რესურსი, რომელიც აიძულებს პედაგოგებს, საჯარო მოხელეებს და მათი ოჯახი წევრებს მიიღონ მონაწილეობა აქციებში.

სახელისუფლებო გუნდი, ოპონენტის კრიტიკისას, ცდილობს წარმოადგინოს იგი როგორც წარსულის გადმონაშთი, მისი გამარჯვების პერსპექტივა კი გააიგივოს დაბრუნებასთან წარსულში. ამის თაობაზე გუშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისში, სპოტრის სასახლეში გამართულ შეკრებაზეც განაცხადა, სადაც საუბარი სწორედ იმ სიტყვათშეთანხმებით დაასრულა, რასაც ბიძინა ივანიშვილი პერმანტნტულად იყენებს: „ჩვენ გავიმარჯვებთ.“

საქართველოს პრეზიდენტი გუშინ 11–დან 8 ქალაქში დაესწრო ნაციონალური მოძრაობის მომხრეთა შეკრებებს. იგი იმყოფებოდა ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთში, ქუთაისში, გორში, რუსთავში, თელავსა და თბილისში. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები გამოსვლებისას ხშირად სკანდირებენ მის სახელს.

უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველი შეხვედრებისას, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერმა გამართა, ისმოდა მისი სახელის სკანდირებაც. აღნიშნული მოვლენა, როგორც ქართული ფენომენი იმ პერიოდში აქტიურად განიხილებოდა სოციალური ქსელების მეშვეობით. დღეს „ქართული ოცნების“ შეკრებებზე სკანდირების სახით, როგორც წესი, ისმის სიტყვები „გაუმარჯოს საქართველოს“. კოალიციის დღევანდელ შეკრებაზე თელავში მიტინგიც სწორედ ამგვარად გაიხსნა. ბიძინა ივანიშვილმა შეკრებაზე კახეთის მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა და მიესალმა პანკისელ ქისტებს, კახეთში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და სხვა ეთიკურ უმცირესობებს, მიუსამძიმრა პანკისში დაღუპული ახალგაზრდების ოჯახებსაც.

საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოში ზუსტად სამი კვირა რჩება.
XS
SM
MD
LG