„ჩვენს ჩათრევას კონფლიქტში საუკუნეზე მეტია ცდილობენ. ამ მდგომარეობას თავი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავაღწიოთ“ - ალან ჯუსოევი
აგვისტოს ომის 5 წლისთავზე "ამერიკის ხმა" ოს და ქართველ ექსპერტებს ესაუბრა. დიალოგის, ნდობის აღდგენის და პირდაპირი მოლაპარაკების აუცილებლობის საკითხებზე ჩვენს კითხვებს პასუხობს ექსპერტი ალან ჯუსოევი, რომელიც 16 წელი არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა და დღეს წარმოადგენს საზოგადოებრივ ორგანიზაციას „შენი არჩევანი ოსეთია“. ჩვენ მას ცხინვალში ტელეფონით დავუკავშირდით. თბილისიდან კი გვერთვება კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი საქართველოს სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში. საუბარი ჩაწერილია ომის დაწყების დღეს, 8 აგვისტოს.
ამერიკის ხმა: დღეს მძიმე დღეა. რაკი მომეცა საშუალება, მინდა გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანის ოჯახს და ახლობლებს, ოსი იქნება ეს, ქართველი, თუ რუსი ეროვნების, ვინც ამ ხანმოკლე, მაგრამ დრამატიზმით სავსე ომში დაიღუპა.
პირველი კითხვა: ხუთი წელი დიდი დრო არ არის, მაგრამ არც ძალიან ცოტაა. შეიცვალა რაიმე აგვისტოს ომისადმი დამოკიდებულებაში ამ გადასახედიდან?
ალან ჯუსოევი: მიმაჩნია, რომ აგვისტოს ომი ავანტიურაა, მიხეილ სააკაშვილის ავანტიურა. მან ბევრი უბედურება მოუტანა საქართველოს, სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მოსახლეობას. ხუთი იქნება, თუ ათი წელი, ჩემთვის ეს მხოლოდ პოლიტიკურ ავანტიურად დარჩება, რომელიც პირადად მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება“.
კახა გოგოლაშვილი: „ნუ რა თქმა უნდა, 5 წელი საკმაოდ დიდი დროა. დიდი დროა იმისთვის, რომ იფიქრო, იმისთვის რომ ინფორმაცია გააანალიზო, ახლებურად შეხედო ყველაფერს. მაგრამ 5 წელი არის ძალიან ცოტა დრო იმისთვის, რომ რაღაც რეალურად შეიცვალოს, მოხდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც შესაძლოა გამოაჩენდა ახალ პერსპექტივას, მოგვარების პერსპექტივას და იმ პრობლემების აღმოფხვრის პერსპექტივას, რომლის გამო იყო ომი, რომლის გამო საქართველო არის გახლეჩილი და საქართველოს მოსახლეობა არის დაპირისპირებული ერთმანეთთან.
სამწუხაროდ, ჩვენს გარშემო არ არის ის ძალები, რომელიც ამას ხელს შეუწყობდა და განსაკუთრებით, მე ვიტყოდი რუსეთზე. რა თქმა უნდა, ეს ყველამ იცის და არ არის დასამალი. მე მგონია, რომ სამწუხაროდ, ჩვენ ვართ სტაგნაციის პერიოდში. მოხდა ომი, შეიქმნა ახალი სტატუს კვო, რომელსაც არ ეთანხმება დასავლეთი. არ ეთანხმება, რა თქმა უნდა, საქართველო, მაგრამ რომელიც ძალიან აწყობს რუსეთს. ამ მომენტისთვის ის ინარჩუნებს ყველა ამ სტატუს კვოს.
ამერიკის ხმა: როგორ გგონიათ, იცვლება თუ არა რაიმე ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობაში საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლით?
ალან ჯუსოევს მიაჩნია, რომ აუცილებლად იცვლება. „ის პროცესები, რომელიც საქართველოში მიმდინარობს, ჩემი აზრით, პოზიტიურია. მაგრამ მაინც, როგორც სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანი, მოვლენებს სიფრთხილით ვუყურებ. 39 წლის ვარ და მთელი ცხოვრება აქედან ჯერ ფეხი არ მომიცვლია, არც რუსეთში მიმუშავია და არც საზღვარგარეთ. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ბოლო 20 წლის განმავლობაში ხელისუფლება საქართველოში 4-ჯერ შეიცვალა. აქედან სამი, ანუ ყოველი ახალი ლიდერი ომით იწყებდა და თან სამხრეთ ოსეთთან ომით. ვგულისხმობ ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძეს და მიხეილ სააკაშვილს. იმედი კი გვაქვს, მაგრამ - ფრთხილი იმედი. თუ სამშვიდობო მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ეს კითხვა აწუხებს ყველას. ჯერჯერობით კი, რასაც ივანიშვილი აკეთებს, პირადად ჩემში სიმპათიას იწვევს. ის გონიერი პოლიტიკოსი და კარგი ხელმძღვანელი ჩანს“.
კახა გოგოლაშვილის აზრით, მართალია, წინა ხელისუფლება ერთგვარი ბარიერი იყო, რომლის გარეშე მოლაპარაკების მეტი შანსია, მაგრამ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ობიექტური ფაქტორები, რომელიც მხარეებს შორის კედელივითაა აღმართული. პირველ ფაქტორად ის ასახელებს მაღალ პოლიტიკას, რომელსაც ოსი სეპარატისტების მთავრობა მიმართავს. „ოსეთის სეპარატისტულმა მთავრობამ დაარწმუნა თავისი მოსახლეობა, რომ მათ აქვთ რეალური შანსი დამოუკიდებლობის და რომ ისინი ღირსი არიან დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნან. ისინი დარწმუნებული არიან იმაში, რომ ეს არის ისტორიული აუცილებლობა. ეს არის რაღაც ისტორიული სამართლიანობა, რომ არსებობდეს საქართველოს ტერიტორიაზე ოსური სახელმწიფო. და აი ამ ეიფორიაში მყოფი მოსახლეობის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, არც არის დაინტერესებული მაინც და მაინც ქართველებთან ურთიერთობით, მათთან მეგობრული ურთიერთობების გაჩაღებით“.
მეორე ფაქტორად ექსპერტი ეკონომიკურ და სოციალურ ფონს ასახელებს. კერძოდ იმას, რომ ოსებისთვის საქართველო ჯერჯერობით ეკონომიკური თვალსაზრისით არც ისე მიმზიდველად გამოიყურება, როგორც რუსეთის დიდი ბაზარი. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იქ ინტეგრირება არარუსი ეროვნების ადამიანებისთვის არც ისე იოლია. „არც დემოკრატიული თავისუფლებებია რუსეთში და ამ თვალსაზრისით ის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანაცაა“.
ამერიკის ხმა: ამ ეტაპზე, როცა, შეიძლება ითქვას ჟენევის მოლაპარაკება ჩიხშია შესული, რამდენად შესაძლებელია პირდაპირი დიალოგი თუნდაც არა პოლიტიკურ თემებზე, დავუშვათ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ან სავაჭრო ზონების გახსნის პერსპექტივებზე.
ალან ჯუსოევი ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს „მხოლოდ დისკუსიაა, სადაც მარტო საუბრობენ და თან - უშედეგოდ. ამასთან, ეს დაუსრულებლად გრძელდება“. რაც შეეხება დიალოგს, ის აუცილებელია, ოღონდ დასაზუსტებელია, სად და რა ფორმატით გაიმართება ეს მოლაპარაკება. „რუსეთის პრემიერმა ახლახან სახელმწიფოთაშორისი პირდაპირი დიალოგის დაწყების წინადადება წამოაყენა. მაგრამ არის მზად საქართველო ასეთი მოლაპარაკებისთვის“? ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური საკითხი. „სამხრეთ ოსეთის ბოსტნეულის და ხილის ბაზრის 90 პროცენტი ქართულია. ის ლენინგორის რაიონიდან შემოდის. მაგრამ იქნება თუ არა საზღვარი ღია? მზად არის საქართველო თანაბარი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისთვის? თუ თანახმაა, მაშინ ჩვენ საუკეთესო პერსპექტივები შეიძლება გვქონდეს“ - აცხადებს ოსი ექსპერტი.
კახა გოგოლაშვილი: „პირდაპირი დიალოგი, რა თქმა უნდა, იქნებოდა ძალიან საინტერესო და არის აუცილებელი. მაგრამ არსებობს გარკვეული წინაღობები. ვთქვათ, იგივე ჟენევის ფორმატი: ეს არ არის ქართველების და ოსების, ან ქართველების და აფხაზების მოლაპარაკება. ეს არის პრაქტიკულად ქართველებს და რუსებს შორის საუბარი, და რუსების მხარეს აფხაზების და ოსების სახით ზიან დღევანდელი მარიონეტული მთავრობის წარმომადგენლები. აქ პირდაპირ დიალოგზე საუბარი ძალიან რთულია, პრაქტიკულად არ მოდიან ისინი. აქ ნდობაზეც არ არის საუბარი, აქ არის უბრალოდ საუბარი თავისუფლებაზე. რამხელა თავისუფლება გააჩნია, ვთქვათ, ნებისმიერ ოსურ, ან აფხაზურ მთავრობას, რომ აწარმოოს რაღაც მოლაპარაკებები და საუბრები საქართველოს მთავრობასთან. მემგონი ეს თავისუფლება მათ დღეს არ გააჩნიათ. ამიტომ საკმაოდ ძნელია ვილაპარაკოთ ამის პერსპექტივაზე ჯერჯერობით“.
ამერიკის ხმა: ფაქტია, რომ როდესმე დიალოგი უნდა დაიწყოს და შედგეს. როგორ შეიძლება ნდობის აღდგენა, ისეთი ნდობის, რომელიც შემდეგ წარმატებულ მოლაპარაკებებს ჩაუყრის საფუძველს. რა გზა გესახებათ ყველაზე რეალურად ქართველებს და ოსებს შორის ნდობის აღდგენისთვის?
ალან ჯუსოევი 2008 წლის 7 აგვისტოს იგონებს, ეს მისი ძმის დაბადების დღეა და ძალიან ძნელია მისთვის ამ მოვლენების დავიწყება. „სროლების დაწყებამდე ერთი საათით ადრე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაგვპირდა, რომ საჯარისო ფორმირებებს უკან დაწევდა და მოლაპარაკებებს განაახლებდა. ზუსტად ერთ საათში მან ქალაქის ბომბარდირება დაიწყო. რისი თქმა მინდა ამით: იმისთვის, რომ ნდობა აღდგეს, ჯერ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისთვის სიმართლის თქმა.
თუ ჩვენ თანხვედრი წერტილების და საერთო მშენებლობის იდეა გვამოძრავებს, უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ არც საქართველო არ უნდა საუბრობდეს მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის ინტერესიდან გამომდინარე და არც სამხრეთ ოსეთი გამოდიოდეს მხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის ინტერესებიდან. დავიწყოთ თუნდაც კონკრეტული ადამიანებით, როგორ დავეხმაროთ მათ, რა გავუკეთოთ. სამხრეთ ოსეთში წითელი ჯვრის გარდა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს და ვერ რეგისტრირდება. ეს საკითხიც მოსაგვარებელია.
ფორმალობები გვერდზე უნდა გადავდოთ. ადამიანებს მთელ მსოფლიოში მხოლოდ გეოგრაფია აღარ აკავშირებთ, მათ საერთო ღირებულებები და ინტერესები აერთიანებთ. ჩვენს ჩათრევას კონფლიქტში საუკუნეზე მეტია ცდილობენ. ამ მდგომარეობას თავი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავაღწიოთ“.
კახა გოგოლაშვილის აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი მაინც მშვიდობის შენარჩუნებაა, რაშიც ჟენევის პროცესი უდიდეს როლს თამაშობს. „2008 წლის ომმა პრაქტიკულად ძალიან დიდი ხნით დაგვწია უკან ამ თვალსაზრისით და ამიტომ აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ხნით მშვიდობის შენარჩუნება. ეს არის ალბათ ჟენევის ფორმატის მთავარი აზრი და დამსახურება. ის ხელს უწყობს მშვიდობის შენარჩუნებას, ინციდენტების აღკვეთას და თუ გნებავთ, საომარი განწყობების და ასე ვთქვათ, საომარი რიტორიკის, იდეების, ამგვარი პრობლემების გადაწყვეტას და შეჩერებას.
ამერიკის ხმა: და ბოლო შეკითხვა - ადამიანებს შერიგებაში ზოგჯერ საკუთარი შეცდომის აღიარება შველით. შეგიძლიათ დაასახელოთ, რა მიგაჩნიათ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მთავარ შეცდომად ქართველებისადმი, გნებავთ საბჭოთა კავშირის პერიოდში, ან მის შემდეგ?
ალან ჯუსოევი: „გეტყვით, რატომაც არა. იყო შეცდომები, რა თქმა უნდა. უშეცდომოდ არ იქნებოდა. ჩვენი მთავარი შეცდომა ალბათ ის იყო, რომ ცუდად ვიცნობდით ქართულ მხარეს. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ ეს ქართველების შეცდომადაც მიმაჩნია, ისინი არ იცნობდნენ სამხრეთ ოსეთს... ეს მთავარი შეცდომაა, რაც კონფლიქტებს დაედო საფუძვლად. ამის მოგვარება მხოლოდ პირდაპირი დიალოგით და ფორმალობების გვერდზე გადადებით შეიძლება. თუ დავიწყებთ საუბარს სახელმწიფო ინსტიტუტებზე და ისტორიას ჩავუღრმავდებით, ეს ისევ ჩიხში მიგვიყვანს. ერთმანეთს როგორმე უნდა გავუგოთ. ჩვენც უნდა გავიგოთ, რა ჭირდება საქართველოს და ქართველებიც უნდა ეცადონ გაიგონ, რა სურს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას.
კახა გოგოლაშვილი: „შეცდომები ძალიან ბევრი იყო, ხშირ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა დანაშაულებსაც კი. და ჩვენ ვიცით ბევრი შემთხვევა, ვთქვათ იგივე ზეწოლის, ექსტრანაციონალიზმის გამოვლინების, დაწყებული საბჭოთა პერიოდიდან, შემდეგ, თუ გნებავთ, ნებისმიერი ხელისუფლების დროს. მე არ მინდა უბრალოდ, ეს შეცდომები დავაბრალო სულ ქართულ მხარეს. შეცდომები იყო და უარესიც იქითა მხრიდან, ოსური მხრიდანაც, რა თქმა უნდა. მაგრამ ალბათ ყველამ უნდა თავისი შეცდომები უნდა აღიაროს.
მე მგონია შეცდომა ის, რომ ქართულმა მხარემ ვერ მოახერხა დიალოგი რამდენიმე მთავრობის დროს, მდგრადი დიალოგის შენარჩუნება, ჯერ ეს ერთი. მერე, მეორე: კარგად გაგება მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების (სამწუხაროდ, მოწინააღმდეგეს ვამბობ, ამ შემთხვევაში, რადგან კონფლიქტია), კარგად გააზრება და გაგება და ამ ინტერესების გულთან მიტანა.
უდიდესი როლი ითამაშა, რა თქმა უნდა, იმან, რომ ჩვენ უბრალოდ ერთი იმპერიის ნაწილი ვიყავით და იმპერიის რღვევას თავისთავად ყოველთვის მოსდევს აი ასეთი სახის დაპირისპირება. ჩვენ ამას ვხედავთ მსოფლიოში ყველგან. აქ შეიძლება ამაში უკვე ნაკლებად დავინახოთ მაინც და მაინც რაღაც სუბიექტური მიზეზები. არსებობს წმინდა ობიექტური მიზეზები, რომელთა გადალახვასაც შესაძლოა ერთი ქვეყანა, ერთი ერი ვერ მოახერხებდა. მაგრამ ეხლა, ამ გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, საჭიროა ყველაფრის გაანალიზება და პირველ რიგში, ალბათ, საჭიროა იმაზე დაფიქრება, თუ რა ინტერესები აქვს, რა ამოძრავებს მართლა, ოს ეთნოსს. შეიძლება გავიგოთ და რაღაცნაირად შევეცადოთ, უნდა შევეცადოთ, რომ მოვძებნოთ ხელშესახები წერტილები, რათა მოხდეს ამ ინტერესების დაკმაყოფილება სხვაგვარად, ისე, რომ არ დაირღვეს საქართველოს ინტერესები“.
Your browser doesn’t support HTML5