კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ჩინეთიდან ბრაზილიაში ჩაიტარეს, ადამიანებზე გამოიცდება. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. გავრცელებული მონაცემებით ვაქცინას მოხალისეებს გაუკეთებენ.
სან პაულოში აცხადებენ, რომ პროცესში 12 კვლევითი ცენტრი ჩაერთვება და 90 დღის განმავლობაში 9000 ტესტს გამოიყენებენ.
ასევე ნახეთ: უკვე 23 ვაქცინას ცდიან ადამიანებზე - სიახლეები კოვიდ-19-ის ფრონტიდანსან პაულოს გუბერნატორი, ჯოაო დორი ამბობს, რომ თუ ვაქცინა გაამართლებს, 2021 წლის დასაწყისში ქვეყანა 120 მილიონ დოზას გამოუშვებს რომელიც ქვეყნის მასშტაბით უფასო იქნება.
ვაქცინას "კორონავაქ" ქვია და როგორც ბრაზილიაში ამბობენ, ეს მოწინავე ვაქცინაა კოვიდ19-თან ბრძოლაში.
ასევე ნახეთ: ფლორიდის 50-მდე საავადმყოფოს სარეანიმაციო პალატები აღარ აქვს - სიტუაცია ამერიკაში და ევროპაშიბრაზილიაში კოვიდ19 2.1 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა გარდაცვლილია 80 000-ზე მეტი ადამიანი.