ბოსტონის აფეთქებაში ეჭვმიტანილის დაკრძალვაზე ქალაქის მერია უარს ამბობს, მშობლებს კი რუსეთში გადასვენება არ სურთ
ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი ტამერლან ცარნაევის ნეშტი კვლავ დამკრძალავ ბიუროშია დასვენებული. ბოსტონის ოფიციალური პირები მის დასამარხად ადგილს ვერ პოულობენ და შტატის მესვეურების ჩარევას ითხოვენ.
კემბრიჯის დასახლების მენეჯერი, რობერტ ჰელი, ტამერლან ცარნაევის ქალაქში დაკრძალვის ნებართვის გაცემაზე, უსაფრთხოების და ქალაქში სიმშვიდის დამყარების მოსაზრებით, უარს ამბობს. დაღუპულის მშობლებს კი რუსეთში შვილის გადასვენება არ სურთ.
დღეს ბოსტონში ჯოხარ ცარნაევის 3 მეგობართა შორის ერთ-ერთის სასამართლო მოსმენა იგეგმება. მას ეჭვმიტანილის მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მცდელობა ედება ბრალად. შეერთებული შტატების მოქალაქემ, რობელ ფილიპოსმა გამოძიების ფედერალურ ბიუროს ტერორიზმის საქმის გამოძიების დროს ყალბი ჩვენებები მისცა.