ერთ მხარეს პირადი ინფორმაციის დაცვის ადვოკატები დგანან, მეორე მხარეს კი - უსაფრთხოების მოთხოვნათა დამცველები
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ბოსტონის მარათონზე მომხდარი ტერორისტული აქტიდან ორი დღის განმავლობაში ამოიცნო დანაშაულში ეჭვმიტანილები. უსაფრთხოების კამერის კადრები მესამე დღეს გავრცელდა. ფირზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი იყო აღბეჭდილი, რომლებიც ზურგჩანთებით აფეთქების ადგილისკენ მიემართებოდნენ. რამდენიმე წუთში ფინიშის ხაზთან საზარელი ტრაგედია დატრიალდა. ვიდეოკადრების მეშვეობით წარმოშობით ჩეჩენი ძმები, ტამერლან და ჯოხარ ცარნაევები საკმაოდ ოპერატიულად ამოიცნეს და ეჭვმიტანილების განეიტრალება სულ 4 დღის განმავლობაში გახდა შესაძლებელი.
გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი სპეცაგენტი პიტერ აჰერნი ამბობს, რომ უსაფრთხოების კამერები ძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.
“პირველი, რასაც ნებისმიერი კრიზისის დროს აკეთებ, იწყებ ადგილზე კამერების და ვიდეოფირების მოპოვებას. ბანკომატები, ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელსაც შეიძლება კამერა გააჩნდეს... გამომძიებლები და ანალიტიკოსები მომენტალურად ყველაფრის შესწავლას იწყებენ“ - ამბობს ყოფილი სპეცაგენტი.
კამერები ბოსტონში ბოლოს 2007 წელს დათვალეს. მაშინ თავად ქალაქის მმართველობას ქუჩებში უსაფრთხოების 147, ავტობუსებში და მეტროებში კი - 400 კამერა ჰქონდა დაყენებული. სავარაუდოდ, მათი რაოდენობა დღეს რამდენჯერმე აღემატება 6 წლის წინანდელ მონაცემს.
„კამერებს უსაფრთხოების სამსახურების და პოლიციისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. არამარტო იმიტომ რომ ამოცნობილ იქნას ადამიანი, რომელსაც პასუხისმგებლობა უკვე ჩადენილ დანაშაულზე ენიჭება, არამედ დანაშაულის პრევენციისთვისაც. იმისთვის, რომ წინასწარ ავღკვეთოთ და გავანეიტრალოთ პოტენციური დამნაშავე“ - აღნიშნავს კონსერვატორი კანონმდებელი, ფილიპ დეივისი.
ამ თემაზე მწვავე დებატები მიმდინარეობს, და არამარტო შეერთებულ შტატებში, არამედ მთელ მსოფლიოში. საზოგადოების ერთი ნაწილი კიდევ უფრო მეტი კამერის დაყენებას ითხოვს. მათ შორისაა ნიუ იორკის ყოფილი მერი, რესპუბლიკელი რუდი ჯულიანი, რომელსაც სანიმუშო მაგალითად მუდმივად ლონდონი მოჰყავს. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს ის კამერების რაოდენობის და უსაფრთხოების ვიდეო-კონტროლის ხარისხით ჰოლივუდის ვირტუალურ სტუდიასაც კი უწოდებს.
სწორედ უსაფრთხოების კამერების დამსახურება იყო ის, რომ 2005 წლის ივლისში ლონდონის სატრანსპორტო სისტემაში მომხდარი ტერორისტული აქტის მონაწილეები სულ რამდენიმე საათის განმავლობაში ამოიცნეს. ვარაუდობენ, რომ დღეს ლონდონში 1.8 მილიონიდან 4 მილიონამდე კამერაა დამონტაჟებული. ნიკ პიკელსი ორგანიზაციას „უფროსი ძმა გითვალთვალებს“ (Big Brother Watch) წარმოადგენს. ის მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის მეტი დაცულობის კამპანიას ეწევა.
“დებატები იმის შესახებ უნდა წარიმართოს, თუ როგორ აღიკვეთოს დამნაშავეობა. და თუკი რაიმეს დამტკიცება შეძლო ლონდონმა, ეს არის ის, რომ კამერები პრევენციის საქმეში ნაკლებად გამოსადეგია. დამნაშავეობა არ შემცირებულა და როცა ხედავ უსაფრთხოების ისეთ ჩავარდნას, როგორიც ბოსტონის ტრაგედიის დროს დაფიქსირდა, რწმუნდები, რომ მსგავსი დანაშაულის აღკვეთაში კამერებით ვერაფერს აწყობენ“ - ასე ფიქრობს ნიკ პიკლსი.
თავად ლონდონელების დიდი უმრავლესობა, რომლებიც ამერიკის ხმის კორესპონდენტმა, ჰენრი რიჯველმა გამოკითხა, კამერების განლაგების მომხრენი არიან.
რაც შეეხება ბოსტონს, გამომძიებლების განცხადებით, უსაფრთხოების კამერებს დამნაშავეთა ამოცნობაში და მათ შემდგომ განეიტრალებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მეორე და ასევე კრიტიკული მნიშვნელობის, მათი აზრით, არის თავად საზოგადოების სიფხიზლე, რაც არანაკლებ ფასეულია.