ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა, ჯოზეფ ბორელმა ბლოკის ქვეყნებს თავდაცვის გაძლიერებისკენ და მარაგების შევსებისკენ მოუწოდა, რათა ევროპის კავშირის ქვეყნები მზად დახვდნენ "პოტენციურ საფრთხეებს", უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებისას.
„ორწლიანი მაღალი ინტენსივობით გამორჩეული ომის შემდეგ, არსებული მარაგი ამოიწურა და კონფლიქტი მიწოდების ომიდან წარმოების ომში გადაიზარდა" - განაცხადა 11 მარტს თავდაცვის ინდუსტრიის სტრატეგიის თაობაზე გამოქვეყნებულ სტატიაში ჯოზეფ ბორელმა. ის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ასევე იკავებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს. თავდაცვის ინდუსტრიის სტრატეგია ევროკომისიას რამდენიმე დღით ადრე, 5 მარტს წარედგინა.
ასევე ნახეთ: უკრაინის დახმარებაზე აზრი ამერიკელებში პარტიული ნიშნით გაიყორუსეთის ოწრლიანი აგრესიის პირისპირ მყოფი უკრაინა საკუთარი თავდაცვის საქმეში დიდწილად დასავლეთის და განსაკუთრებით - შეერთებული შტატების მხრიდან მიწოდებულ სამხედრო აღჭურვილობას ეყრდნობა. ევროკავშირიც კიევს საბრძოლო მასალას საკუთარი მარაგებიდან აწვდის, რის გამოც ბრიუსელი შესაძლოა მათი დეფიციტის საშიშროების წინაშე აღმოჩნდეს.
რადგან შეერთებული შტატებიდან უკრაინისთვის განსაზღვრული, დაახლოებით $60-მილიარდიანი კრიტიკული საჭიროების სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცება ჭიანურდება, უკრაინა კიდევ უფრო მეტადაა დამოკიდებული ევროპელ მოკავშირეებზე.
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც რესპუბლიკელებით კონტროლირებულ შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატას უკრაინის დახმარების პაკეტი კენჭისყრაზე არ გააქვს. ამერიკის სენატმა, რომელშიც უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ, უკრაინის, ტაივანისა და ისრაელისთვის დახმარების პაკეტები თებერვალში დაამტკიცა.
მიუხედავად სენატის გადაწყვეტილებისა, იმისთვის, რომ კანონპროექტი კანონად იქცეს, ის ჯერ წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი ხელი პრეზიდენტმა მოაწეროს. რესპუბლიკელების ნაწილი ამბობს, რომ არ დათანხმდებიან უკრაინისთვის დახმარების გადაცემას, ვიდრე საიმიგრაციო კანონი, მათი აზრით, საკმარისად არ გამკაცრდება. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თანაპარტიელებს მოუწოდებს, არ წავიდნენ დემოკრატებთან დათმობებზე და ძლიერი საიმიგრაციო ცვლილებების გარეშე, არ დათანხმდნენ უკრაინისთვის დახმარების გადაცემას.
Your browser doesn’t support HTML5