დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რეანიმაციაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა სიმპტომებით გადაიყვანეს ჯონსონი რეანიმაციაში და იმყოფება თუ არა ის მართვით სუნთქვაზე.
რამდენიმე საათით ადრე, ბორის ჯონსონის წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა, რომ პრემიერი დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელობას საავადმყოფოდან აგრძელებდა. რამდენიმე საათის შემდეგ კი ჯონსონის მდგომარეობა გაუარესდა.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, მან პრემიერის მოვალეობის შესრულება დროებით საგარეო საქმეთა მდივან დონიმიკ რააბს სთხოვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა განაცხადა.
ბორის ჯონსონი 55 წლისაა. მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დაახლოებით 10 დღის წინ დაეწყო. ის საავადმყოფოში კვირა ღამეს დააწვინეს, რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტად მაღალი სიცხის ქონის გამო.