ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ბორის ჯონსონმა, ბრიუსელში შეხვედრაზე, თავის კოლეგებს ევროკავშირიდან უთხრა, რომ ბრიტანეთის ტერიტორიაზე ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაში მონაწილეობაზე რუსეთის უარყოფა „სიცრუის და გაურკვევლობის თივის ზვინში სიმართლის ნემსის დამალვის კლასიკური რუსული სტრატეგიაა.“
ჯონსონმა თქვა, რომ რუსეთის მიერ ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი 33 წლის ქალიშვილის, იულიას ნერვული აგენტით მოწამვლაში მონაწილეობის უარყოფა „სულ უფრო აბსურდული ხდება.“
ჯონსონმა იქვე დაამატა, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის „ტექნიკური ექსპერტები“ ორშაბათს უკვე ბრიტანეთში იქნებიან რათა ნივთიერების ნიმუშები შეაგროვონ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნერვულ აგენტ „ნოვიჩოკის,“ სავარაუდო წყაროდ, ოთხი ევროპული ქვეყანა დაასახელა. მათ შორის, თვითონ ბრიტანეთი, სლოვაკია, ჩეხეთის რესპუბლიკა და შვედეთი.