ხუთშაბათს, 25 მარტს, ჯო ბაიდენის პირველი პრესკონფერენცია ჩატარდა პრეზიდენტის რანგში. პრეზიდენტი ჟურნალისტების შეკითხვებს ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა.
ნაწილობრივ, ამ პრესკონფერენციის ჩატარების ერთ-ერთი მიზანი იყო, ეჩვენებინა კონსევატორი კრიტიკოსებისთვის, რომ ბაიდენს, უხუცეს პრეზიდენტს ამერიკის ისტორიაში, შეუძლია თავი გაართვას დაკისრებულ მოვალეობებს.
პრეზიდენტმა მოკლე შესავალი გააკეთა და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ებრძვის ახლა მისი ადმინისტრაცია კორონავირუსის პანდემიას. შემდეგ კი 10 ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხა.
ასევე ნახეთ: ბაიდენი პირობას დებს, რომ თანაბარი ანაზღაურებისთვის იბრძოლებსპრეზიდენტობის 65-ე დღეს ჩატარებულ პირველ პრესკონფერენციაზე, ბაიდენმა ყველაზე მეტი შეკითხვა ამერიკა-მექსიკის საზღვრისა და იქ ლტოლვილი ბავშვების მოყროპის თემაზე მიიღო.
ბაიდენმა მოულოდნელი პასუხი გასცა შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა მეორედაც იყაროს კენჭი პრეზიდენტობაზე. მან თქვა, რომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და "წარმოდგენა არ აქვს", რა სიტუაცია იქნება იმ დროისთვის ოპოზიციურად განწყობილ რესპუბლიკურ პარტიაში.