ჯონ ბოლტონი, შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რუსეთში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე, მთავარი თემა საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული რაკეტების შემცირების ხელშეკრულება იყო, რომელზეც პუტინმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უმაღლეს დონეზე შეხვედრის და მოლაპარაკების სურვილი გამოთქვა.
ბოლტონმა პუტინს შეერთებული შტატების პრეზიდენტის გაფრთხილება გადასცა, რომლის მიხედვითაც, ამერიკა ერთობლივ შეთანხმებას დატოვებს, თუკი რუსეთი მის დარღვევას გააგრძელებს. ბირთვული განიარაღების შეთანხმების დარღვევის მსგავს ბრალდებას მოსკოვი ვაშინგტონსაც უყენებს.
დღეს პუტინმა ბოლტონს უთხრა, რომ ტრამპთან მოლაპარაკების გამართვა სურს. რუსეთის პრეზიდენტი შეხვედრის ადგილად ტრამპს პარიზს სთავაზობს. საფრანგეთში, 11 ნოემბერს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებები იგეგმება.
ბოლტონის განაცხადებით, ტრამპი ასეთ შეხვედრას მიესალმება. თეთრი სახლის მრჩეველმა ასევე თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსკოვის და ვაშინგტონის ერთობლივი მუშაობა იმ სფეროებში, სადაც თანამშრომლობის საერთო ინტერესების შესაძლებლობა იკვეთება.