ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ ბოლტონი პრეზიდენტ პუტინს შეხვდა


მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები არ არის საუცხოო მდგომრეობაში რაც აშშ-ში შიდაპოლიტიკური დაპირისპირების შედეგია, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში, ჯონ ბოლტონთან - პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, შეხვედრისას. თუმცა, მისი თქმით, ბოლტონის ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის შანსებს ზრდის.

თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა სარა სანდერსმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ბოლტონი, რომელიც რუსეთთან მკაცრი ხაზის გატარების და სანქციების მხარდამჭერია, რუსეთის სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებსაც შეხვდება ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად. ის ასევე ითათბირებს ორი ქვეყნის პრეზიდენტების პოტენციური შეხვედრის შესახებ.

კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრებზე განხილული იქნება ორი ქვეყნის ურთიერთობებში შექმნილი რეალობა, ისევე, როგორც რიგი საერთაშორისო საკითხების.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG