შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჩინთის პირველ დიპლომატს შეახსენა, რომ რუსეთის დახმარებას "სერიოზული" შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ამერიკულ მაუწყებელთან "სი-ბი-ესი" (CBS) ინტერვიუში, ენტონი ბლინკენმა ისიც თქვა, რომ ვაშინგტონის ინფორმაციით, პეკინი მოსკოვისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას განიხილავს. ინტერვიუ ეთერში კვირას, 19 თებერვალს გავიდა.
ასევე ნახეთ: აშშ-მა უკრაინის უსაფრთხოების დასახმარებლად 2 ახალი პაკეტი დაამტკიცა"სხვადასხვა სახის ლეტალურ დახმარებას, მათ შორის იარაღს, ისინი სულ ცოტა, განიხილავენ" - უთხრა ბლინკენმა ამერიკელ მაუწყებელს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონი ამ საკითხზე ცოტა ხანში მეტ დეტალს გაამჟღავნებს. ჩინეთი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის დაგმობისგან, ან ამ ფაქტისთვის "თავდასხმის" შეფასების მიცემისგან, ჯერჯერობით თავს იკავებს.
ბლინკენი ჩინელ კოლეგას, ვან ის გერმანიაში გამართული, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის კულუარებში, 18 თებერვალს შეხვდა. მათი შეხვედრა სახელმწიფო მდივნის განრიგში წინასწარ ჩანიშნული არ ყოფილა.
შეხვედრის წინ, სულ რამდენიმე საათით ადრე, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონის რეაქციას ამერიკაში ჩამოგდებულ აეროსტატთან დაკავშირებით, "ისტერიკა" უწოდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეერთებული შტატები გააფრთხილა იმაზე, რომ ვაშინგტონს მოუწევს პასუხის გაცემა "ძალის განურჩევლად გამოყენების" გამო.
პეკინის გაღიზიანება თვის დასაწყისში, ამერიკის ცაზე მყოფი ბუშტის ფორმის ჩინური აეროსტატის ჩამოგდებამ გამოიწვია. შეერთებული შტატები თვლის, რომ სათვალთვალო აეროსტატი ამერიკის ტერიტორიაზე ჯაშუშობდა, ჩინეთი კი აცხადებს, რომ აეროსტატი სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს აწარმოებდა.
ასევე ნახეთ: ამერიკაში ჩინური აეროსტატის ნარჩენების შეგროვება დასრულდა