ევროპელების რეაქცია ბინ ლადენის მკვლელობასთან დაკავშირებით

ევროპელების რეაქცია ბინ ლადენის მკვლელობასთან დაკავშირებით

ევროპაში "ალ-ყაიდამ" არა ერთი ტერორისტული აქტი განახორციელა

ევროპაში ალ ყაიდამ არა ერთი ტერორისტული აქტი განახორციელა. მათ შორის ერთ-ერთი 2005 წლის 7 ივლისს ლონდონის სატრანსპორტო სიტემაზე თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მიტანილი თავდასხმა იყო, რომელიც დროსაც 56 ადამიანი დაიღუპა. სამართალდამცავებმა ტერორისტების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას იქ ალ ყაიდას საწვრთნელი სახელმძღვანელო აღმოაჩინეს. ლონდონის მოსახლეობა ბინ ლადენის სიკვდილის სიხარულით შეხვდა. ერთ-ერთი მათგანი შარლოტ ფუგერსი ამბობს:

„როგორც იქნა ეს მოხდა. ეს კარგი ამბავია. ჩემი აზრით ხალხი ცოტა შეშფოთებულია იმით, თუ რა მოხდება ამის შემდეგ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ უზარმაზარ შვებას ვგრძნობ.“

იან ლისლის თქმით:

„ჩემი აზრით, ამას გარკვეული დაპირისპირება მოჰყვება, მაგრამ სამომავლოდ ალბათ უფრო დაცულები ვართ. თავდაპირველი უარყოფითი რეაქცია ალბათ მალევე დასრულდება.“

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა ამერიკელ მოკავშირეებს მადლობა გადაუხადა ოპერაციის ჩატარებისთვის:

„ოსამა ბინ ლადენი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა რელიგიისა და რასის ათასობით უდანაშაულო კაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილზეა პასუხისმგებელი.“

მადრიდში 2004 წელს განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად 192 ადამიანი დაიღუპა. ისლამისტების მიერ ევროპაში განხორციელებული თავდასხმებიდან მადრიდის მატარებლებზე მიტანილმა შეტევამ ყველაზე დიდი მსხვერპლი გამოიწვია. ბინ ლადენის სიკვდილის აბმავს მადრიდის ატოჩას სადგურზე ხალხი შერეული გრძნობით შეხვდა.

„ბინ ლადენი უფრო ადრეც უნდა დაეჭირათ. მე რამდენადაც მესმის, ის ყველა ტერორისტული ორგანიზაციის ბოსია.“

კიდევ ერთი მგზავრი ამბობს: „10 წელი მართლაც დიდი დროა, მაგრამ ალბათ დამალვაში ბევრი ეხმარებოდა.

2001 წლის 11ტ სექტემბერს ამერიკაში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ევროპის ბევრი ქვეყანა ამერიკის სამხედრო კოალიციაში გაერთიანდა ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ საბრძოლად. ავღანეთში კვლავ ომობენ ევროპელი ჯარისკაცები, თუმცა სამხერდო ოპერაციის მიმართ ევროპის დედაქალაქებში მხარდაჭერა კცლებულობს. შირაზ მაერი ლონდონში დაფუძნებული რადიკალიზაციის საერთაშორისო ცენტრის უფროსი მკვლევარია. მისი თქმით:

„ხალხი ავღანეთის ომს უკვე გარკვეული ცინიზმით უყურებს. ხშირად ჩნდება შეკითხვა, თუ რატომ ვიბრძვით ავღანეთში. ხალხს, გარკვეულ წილად, დაავიწყდა მიზეზი, რომლის გამოც ავღანეთში ომი დაიწყო, მაგრამ ახლა, ბინ ლადენის მოკვლით ომის მიზეზებზე ყურადღება თავიდან გამახვილდება.“

მაერი ფიქრობს, რომ ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე მოვლენების გამო ევროპელემა შესაძლოა სათანადო ყურადღება ვეღარ დაუთმონ ტერორიზმის საფრთხეს.

„ალ ყაიდას სურვილი თავს დაესხას ევროპას არ შემცირებულა. ორგანიზაციას კვლავ აქვს ამბიცია მოკლას ევპროპელები. იმის გამო, რომ ბინ ლადენი მკვდარია მიზანს თვალი არ უდა მოვაშოროთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ალ ყაიდასთან ბრძოლა ამით დასრულდა.“

ევროპაში უშიშროების ზომები გამკაცრებულია. ანალიტიკოსების განცხადებით, ევროპის ქვეყნები ალ ყაიდასთვის შესაძლოა ადვილი სამიზნეები იყოს.