შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი მნიშვნელოვნად დაეხმარება კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ ქვეყნის ეკონომიკას. ასეთია "როიტერის" მიერ 100 ეკონომისტს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ბაიდენის ფისკალური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ამერიკას აქვს შანსი ეკონომიკის კოვიდ-19-მდე არსებულ მასშტაბებს, ერთი წლის განმავლობაში დაუბრუნდეს.
ასევე ნახეთ: პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 17 აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელისაუბარია შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ გეგმაზე, რომელიც 1.9 ტრილიონი დოლარის მოცულობისაა. ბაიდენის ადმინისტრაციამ პირველივე დღეებში ბევრი ცვლილება განახორციელა, რაც, როგორც ჩანს, უოლსტრიტს ოპტიმიზმით ავსებს. ხუთშაბათს ამერიკული ბაზრები აქციების რეკორდულად მაღალი სავაჭრო მონაცემებით დაიხურა.
თუმცა, გაუმჯობესებისკენ გზა არც იოლი იქნება და არც სწრაფი. შეერთებული შტატები კვლავ პანდემიის ეპიცენტრში იმყოფება. ამერიკაში კოვიდ-19-ის გართულებების გამო გარდაიცვალა 420 000-ზე მეტი ადამიანი. დადასტურებულად ინფიცირებულია 25 მილიონ ამერიკელზე მეტი.