ჯო ბაიდენმა ფიცი დადო

შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირა დილას ოფიციალურად დადო ვიცე პრეზიდენტის ფიცი. ცერემონიალი მის რეზიდენციაში გაიმართა.

ბაიდენმა დაახლოებით 120 მეგობარსა და ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა მის გვერდით ყოფნისთვის და მხარდაჭერისთვის.

ფიცის დადების შემდეგ, ვიცე პრეზიდენტი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე პრეზიდენტს შეუერთდა, სადაც ტრადიციის თანახმად, ინაუგურაციის დღეს პრეზიდენტი უცნობი ჯარისკაცის საფლავზე გვირგვინს დებს.

ამერიკის კონსტიტუციაში ინაუგურაცია 20 იანვარს უნდა გაიმართოს. შესაბამისად, პრეზიდენტი ობამა ფიცს დღეს მოგვიანებით დადებს. ამასთან, ხვალ გაიმართება საჯარო ინაუგურაციის ცერემონიალი, როცა პრეზიდენტი ფიცს კონგრესის წინ დადგებს და შეკრებილი ათობით ათასი ადამიანის წინ სიტყვით გამოვა.