ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა კიდევ ერთხელ გადაიდო, თუმცა ამჯერად მხოლოდ ერთი დღით. 30 აგვისტოდან 31 აგვისტომდე. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს ზელენსკის ვიზიტის დღის წესრიგის გაფართოებითაა განპირობებული.
"ვიზიტის პროგრამა გაფართოვდა. შეხვედრა უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის 31 აგვისტოს გაიმართება, ჩვენ ამერიკულ მხარეს შეხვედრის ერთი დღის გადადებაზე შევუთანხმდით", - თქვა კულებამ.
ასევე ნახეთ: "ჩრდილოეთის ნაკადის" წინააღმდეგობრივი დინებაგასულ თვეში ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ზელენსკი ვაშინგტონს 30 აგვისტოს ეწვეოდა. კონგრესი ამ დროს საზაფხულო შესვენებაზეა. კანონმდებელთა ორპარტიულმა ჯგუფმა კი ბაიდენის ადმინისტრაციას შეხვედრის გადადებისკენ მოუწოდა იმისთვის, რომ კონგრესმენებს უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის საშუალება მისცემოდათ.