გაეროში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რიჩარდ მაილსი გაეროს უშიშროების საბჭოს ატყობინებს, რომ აშშ-ს უკან გააქვს პტრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის სამი წერილი, რომლის საფუძველზეც 19 სექტემბერს, ამერიკამ ირანის წინააღმდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სანქციები განაახლა. მაილსმა, ამის შესახებ, უშიშროების საბჭოს ოფიციალური წერილი 18 თებერვალს მისწერა.
მაილსის წერილის "ასოშეითიდ პრესი" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, წერილში წერია, რომ სანქციების ზომები, რომლებიც 2015 წელს, უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დასრულდა და პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევით სექტემბერში აღდგა, „კვლავ მოხსნილია“.
ასევე ნახეთ: დასავლეთის ქვეყნები ირანის ბირთვული შეთანხმების მომავალზე მსჯელობენგუშინვე, აშშ-მ მზადყოფნა გამოთქვა, დაუბრუნდეს ირანის ბირთვულ შეთანხმებას, თუ ირანი შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შეასრულებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე, აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო უწყებებების ხელმძღვანელების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა.
ირანის მიმართ არსებული სანქციების შესაძლო შერბილების შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც იყო საუბარი. საგარეო უწყების განცხადება ამბობდა, რომ მოლაპარაკებაში ჩაბმის მზადყოფნის გარდა, ვაშინგტონი დაჟინებით აღარ მოითხოვს ირანის მიმართ საერთაშორისო სანქციების გაგრძელებას და, ასევე, შეარბილებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ადამინისტრაციის მიერ გაეროში აკრედიტებული ირანელი დიპლომატების გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს.
ასევე ნახეთ: ირანის ბირთვული შეთანხმების მხარეები, ამერიკის პოტენციურ დაბრუნებას დადებითად უყურებენდონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამერიკამ ირანთან მიღწეული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება 2018 წლის მაისში დატოვა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
ამ ფონზე, ირანის საგარეო უწყება აცხადებს, რომ აშშ-მ სანქციები მომდევნო კვირაში მოხსნას. საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი განცხადებას „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს და მოუწოდებს ამერიკას, შეწყვიტოს „პასუხისმგებლობის ირანზე დაკისრება“, დაასრულოს „ტრამპის მემკვიდრეობა“ და „ეკონომიკური ტერორიზმი ირანის წინააღმდეგ.“
ასევე ნახეთ: ირანის ბირთვული შეთანხმება - მხარეები მკაცრ პოზიციებზე რჩებიანცოტა ხნის წინ, პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებდა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ირანის დაბრუნების მიზნით, მის წინააღმდეგ სანქციებს არ მოხსნის. ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ თეირანმა 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.