წამყვანმა მედია საშუალებებმა ბაიდენის გამარჯვების შესახებ გამოაცხადეს

შაბათს, რამდენიმე წამყვანმა სატელევიზიო ქსელმა გამოაცხადა, რომ დემოკრატმა ჯო ბაიდენმა შეერთებული შტატების პრეზიდენტობა მოიპოვა იმ დროს, როდესაც ამომრჩევლებმა მცირე უმრავლესობით უარი უთხრეს მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შფოთიან ლიდერობასდა მხარი დაუჭირეს ბაიდენის დაპირებას, რომ შეებრძოლება კორონავირუსის პანდემიას და დაყოფილ ქვეყანაში ეკონომიკას გამოასწორებს.

ასევე ნახეთ: "ფეისბუქმა" და "ტვიტერმა" პრეზიდენტის პოსტზე გაფრთხილება განათავსეს

როდესაც ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი 20 იანვარს თეთრ სახლში შევა, ის იქნება ყველაზე ხანდაზმული პირი - 78 წლის - რომელიც თანამდებობას დაიკავებს და აღმოჩნდება რთული ამოცანის წინაშე, განახორციელოს მმართველობა მკვეთრად პოლარიზებულ ვაშინგტონში.

ბაიდენის გამარჯვება,ტრამპს აქცევს ბოლო ოთხი ათწლეულის მესამე პრეზიდენტად, რომელმაც პირველი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ, ხელმეორე არჩევნები წააგო.

ბაიდენისთვის ეს მესამე მცდელობა იყო გაემარჯვებინა საპრეზიდენტო არჩევნებში. 1988 და 2008 წლებში მან დემოკრატიული პარტიისგან ნომინაციის მოპოვება ვერ შეძლო. ახლა კი შეერთებული შტატების მთავრობას არჩევნებში თავის პარტნიორ კამალა ჰარისთან ერთად გაუძღვება. კალიფორნიელი სენატორი კამალა ჰარისი ქვეყნის 244 წლიან ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე აირჩევენ. მას იამაიკელი მამა და ინდოელი დედა ჰყავს და პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელიც ამერიკის ეროვნულ პოლიტიკურ საარჩევნო სიაში მოხვდა.

ასევე ნახეთ: ტრამპი და ბაიდენი მერყევი ამომრჩევლების ხმების მოპოვებას ცდილობენ

ტრამპის “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” კრედოს შემდეგ, რომლითაც მან ქვეყანა რამდენიმე საერთაშორისო შეთანხმებიდან გამოიყვანა, ბაიდენმა პირობა დადო, რომ ის მსოფლიოს გარშემო ამერიკის ჩართულობას განაახლებს, დაუბრუდება კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას და ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავების შესაზღუდ პაქტს.