სამშაბათს, ჯო ბაიდენმა ოჰაიოს შტატში ჩატარებულ, დემოკრატთა შიდაპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა. ეს არჩევნები ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, როგორც დემოკრატიული პარტიის ნომინაციის გამოვლენის საშუალება და გაცილებით დიდ ინტერესს იწვევდა იმ მიმართულებით, თუ როგორ შეუძლია ამერიკის შტატებს კორონავირუსის პანდემიის ეპოქაში არჩევნების ჩატარება.
ეს ვირუსის აფეთქებიდან მოყოლებული, შტატში არჩევნების ჩატარების პირველი დიდი გამოცდა იყო, რაც ფოსტის საშუალებით, წერილობით განხორციელდა.
იყო დაბნეულობის შესახებ ცნობები, მაგრამ ფართომასშტაბიანი ჩაშლა არ მომხდარა. ეს არ ჰგავდა ამ თვის დასაწყისში ვისკონსინის შტატში შექმნილ ვითარებას. იქ ამომრჩევლები იძულებულნი გახდნენ უგულებელეყოთ სოციალური დისტანცირების რჩევები, თუ რეკომენდაცია ხმის მისაცემ რიგში პირბადეებით მდგარიყვნენ.
ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემის შესახებ, რესპუბლიკელმა კენ ბლექველმა თქვა: “ვირუსის საფრთხის კონტექსტში, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რომელიც ჩვენ უნდა მიგვეღო". ის ადრე ოჰაიოს შტატის არჩევნებს ხელმძღვანელობდა და ახლა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ორპარტიული ფონდის თავმჯდომარეა.
პირველადი არჩევნები თავდაპირველად 17 მარტისთვის იყო დანიშნული, მაგრამ საარჩევნო უბნების გახსნამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, “ჯანმრთელობის საფრთხის” მიზეზით დააყოვნეს. შემდეგ, შტატის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა მაიკ დევაინმა რეკომენდაცია გამოსცა, ფიზიკურად გამოცხადებით ხმის მიცემა 2 ივნისამდე არ ჩატარებულიყო, მაგრამ იურიდიული გართულებების გამო, ხელისუფლებამ არჩევნები ამ კვირაში გადმოიტანა და დადგენილება ფოსტით ხმის მიცემის პროცესის შესახებ გამოსცა. შტატში ჯერ კიდევ შინ დარჩენის ბრძანება მოქმედებს.