ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და მექსიკის პრეზიდენტი, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი, დღეს, ვირტუალურ ფორმატში ერთმანეთს შეხვდებიან. განსახილველი თემები იქნება - მიგრაცია, კორონავირუსთან ბრძოლა და ეკონომიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე ერთობლივი მუშაობა.
ასევე ნახეთ: ბაიდენსა და ტრუდოს შორის ვირტუალური შეხვედრა შედგა
მექსიკის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე მას ბაიდენთან ახალი საიმიგრაციო სამუშაო პროგრამის განხილვა სურს. ამ პროგრამის ამუშავების შემთხვევაში, 600,000-დან 800,00-მდე მექსიკელისა და ცენტრალური ამერიკის მცხოვრების, ერთი წლით, ამერიკაში ლეგალური დასაქმება იქნება შესაძლებელი.
თეთრ სახლში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ იმასთან დაკავშირებით, დათანხმდება თუ უარყოფს მექსიკის პრეზიდენტის შეთავაზებას ჯო ბაიდენი.
ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომელმაც კომენტარი მედიას ანონიმურად მისცა, თქვა, რომ ეს შეხვედრა საშუალებას მისცემს ბაიდენს, რომ მექსიკასთან ურთიერთობის ინსტიტუციონალიზაცია მოახდინოს.