აღმასრულებელი ბრძანებით, პრეზიდენტი ბაიდენი ფედერალური კონტრაქტორების მინიმალურ ანაზღაურებას $15-მდე ზრდის. ცვლილება ასობით ათას ფედერალურ კონტრაქტორს შეეხება.
ეს ნაბიჯი, ამჟამინდელ მინიმალურ ანაზღაურებას, რაც $10.95-ია თითქმის 37%-ით ზრდის. მომავალში მისი კიდევ უფრო გაზრდა ინფლანციის მაჩვენებელთან იქნება დალავშირებული.
ცვლილება ძირითადად ეხება ფედერალურ სამსახურებში დასაქმებულ დასუფთავების და ტექნიკურ პერსონალს. ასევე ამავე სამსახურებში კვების სფეროში დასაქმებულებს და სხვა კონტრაქტორებს.
ასევე ნახეთ: ბაიდენის პირველი 100 დღე ოფისში - რეიტინგებითეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ეს არ გაზრდის გადასახადების გადამხდელთა ხარჯებს. თუმცა კრიტიკოსები ამას არ იზიარებენ.
პრეზიდენტ ბაიდენს მიაჩნია, რომ ძლიერ პროფკავშირებსა და მაღალ ხელფასებს, შეუძლია აღადგინოს აშშ-ის საშუალო კლასი, დაეხმაროს ეკონომიკური და რასობრივი უთანასწორობის გადალახვას.
მანამდე, 26 აპრილს გამოცემული აღმასრულებელი ბრძანებით, პრეზიდენტმა თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს პროფკავშირულ გაერთიანებებს. ჯგუფს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი უხელმძღვანელებს.