ბაიდენის და პუტინის შეხვედრის თარიღი ცნობილია

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტის თარიღი ცნობილია. თეთრი სალხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანამხად, ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს 16 ივნისს, ჟენევაში შეხვდება.

თეთრი სახლის პრეს-სპიკერი, ჯენ ფსაკის განცხადებით, ამერიკა "აპირებს, რომ აღადგინოს პროგნოზირებადი და სტაბილური ურთიერთობა ამერიკა-რუსეთს შორის".

პრეზიდენტებს შორის სამიტისთვის მოსამზადებელი მნიშვნელოვანი შეხვედრა, ისლანდიაში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს შორის შედგა.

ასევე ნახეთ: ბაიდენი მოითხოვს დაკავებული ბელარუსი ჟურნალისტის გათავისუფლებას და მხარს უჭერს სანქციების დაწესებას

20 მაისს გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის დიპლომატებმა უკრაინის ოკუპაციისა და ქვეყნის საზღვართან მიმდინარე სამხედრო დაძაბულობის თემაზე, ასევე პოლიტპატიმრების, მედიის თავისუფლებისა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. განიხილეს, ასევე ახლო აღმოსავლეთის, ბირთვული შეთანხმებისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებიც.

დიდი ალბათობით, ამავე თემებზე იქნება საუბარი პრეზიდენტების შეხვედრის დროსაც, თუმცა თეთრ სახლს, ან კრემლს, ამ დროისთვის თემების ჩამონათვალი და შეხვედრის შესახებ თარიღის გარდა, სხვა დეტალები არ დაუზუსტებია.