პიტ ბუტიჯეჯი, დემოკრატიული პარტიის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში, ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს.
დემოკრატი პრეზიდენტობის კანდიდატების მარათონში, ბუტიჯეჯის ჩართვა ერთგვარი სიურპრიზი იყო, რადგან, აშშ-ში ის არის პირველი ღიად გეი პოლიტიკოსი, რომელსაც პარტიის ყრილობამ, თეთრი სახლისთვის საბრძოლველად მანდატი მისცა.
საბოლოოდ, ბუტიჯეჯი წინასაარჩევნო კამპანიას პრაიმერამდე გამოეთიშა და კანდიდატურა ჯო ბაიდენის სასარგებლოდ მოხსნა.
ასევე ნახეთ: ბაიდენი სენატორობის კანდიდატების მხარდასაჭერად ჯორჯიაში ჩადისჯო ჯაბიდენი 38 წლის ბუტიჯეჯს საკუთარ გარდაცვლილ ვაჟს, ბო ბაიდენს ადარებდა.
„ჩემთვის ეს უმაღლესი კომპლიმენტია, რაც კი შემიძლია მივცე ქალს ან მამაკაცს - მას, როგორც ბოს, მტკიცე ხერხემალი აქვს“ - ამბობდა არჩეული პრეზიდენტი ბუტიჯეჯზე.
ბუტიჯეჯი, მეუღლესთან, ჩესტენთან 2018 წლის შემდეგ ქორწინებაში იმყოფება.
ბაიდენმა პირობა დადო, რომ საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურების გაუმჯობესების მიზნით, მილიარდობით დოლარს დახარჯავს.