პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტ ნარენდრა მოდის შორის საუბარი დღეს არის დაგეგმილი. პრეზიდენტი ბაიდენი ცდილობს, რომ მსოფლიო ლიდერებმა მკაცრი პოზიცია დაიკავონ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის დაწყების გამო.
ინდოეთის ნეიტრალური პოზიცია უკრიანაში მიმდინარე ომისადმი ვაშინგტონში შეშფოთებას იწვევს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან კი უკვე გაისმა ინდოეთის ქება ამის გამო. ლავროვმა თქვა,რომ ინდოეთი არ განიხილავს "სიტუაციას მხოლოდ ერთი მხრიდან".
ასევე ნახეთ: რუსული რუბლი კვლავ გაუფასურდაგასულ კვირას, ინდოეთმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან, როდესაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა 47-წევრიან ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთისთვის წევრობის შეჩერებას. მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი და ისაა, რომ რუსი ჯარისკაცები უკრაინაში მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების დარღვევაში. ამ უფლებების დარღვევას, აშშ და უკრაინა ომის დანაშაულებებად მოიხსენიებენ.
ინდოეთის პრემიერთან საუბარი ონლიან რეჟიმში გაიმართება. თეთრი სახლის სპიკერის, ჯენ საკის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, მხარეები რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომზე ისაუბრებენ. ისინი განიხილავენ „გლობალური ეკონომიკის გაძლიერებას და თავისუფალი, ღია, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვას ინდო-წყნარ ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების, დემოკრატიისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად“, - თქვა საკიმ.
ასევე ნახეთ: რუსული რუბლი კვლავ გაუფასურდადასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, ინდოეთი განაგრძობს რუსული ენერგო პროდუქტების მოხმარებას. ამერიკაში კი ამბობენ, რომ თუ ქვეყანა კვლავ განაგრძობს რუსული გაზისა და ნავთობის შეძენას, მაშინ ვაშინგტონი ინდოეთისთვისაც განიხილავს სანქციების დაწესებას.