"როიტერისა" და "იპსოსის" გამოკითხვით, ბაიდენი ინარჩუნებს უპირატესობას ტრამპზე 2024 წლის არჩევნებისთვის

სააგენტო "როიტერისა" და "იპსოსის" ერთობლივი ბოლო კვლევის მიხედვით, ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ინარჩუნებს უპირატესობას ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის კიდევ ერთ რესპუბლიკელ მოწინააღმდეგე, რონ დესანტისზე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

თუმცა, ამავე გამოკითხვის მიხედვით, თუ ამერიკის სამხრეთ საზღვარზე სიტუაცია გართულდება, მაშინ ბაიდენს წინ დიდი გამოწვევები ელოდება.

რეგისტრირებულ ამომრჩევლებს შორის, ბაიდენი ტრამპს 6%-ით უსწრებს, რაც წინა გამოკითხვის შემდეგ, ბაიდენის სასარგებლოდაა გაუმჯობესებული. იმავე კვლევის მიხედვით, მარტის შუა რიცხვებში, ბაიდენი ტრამპს 5%-ით უსწრებდა წინ, თებერვალში კი ეს მონაცემი 3% იყო.

ასევე ნახეთ: მექსიკა ამერიკის საზღვარზე მიგრანტთა რაოდენობა შემცირდა

ბოლო გამოკითხვაში, ამერიკის მასშტაბით, 4,410-მა ზრდასრულმა ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა.

2024 წლის რესპუბლიკელების პრაიმერიში კი ტრამპი ინარჩუნებს უპირატესობას თავის თანაპარტიელ, ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისთან შედარებით. დესანტისის მიერ საკუთარი თავის საპრეზიდენტო კანდიდატად წაყენებას რამდენიმე კვირაში ელოდებიან.

დარეგისტირებული რესპუბლიკელი ამომრჩევლების 49% მხარს კვლავ დონალდ ტრამპს უჭერს, დესანტისს კი 21%-ის მხარდაჭერა აქვს.