იმიგრანტები ბაიდენისგან საიმიგრაციო ცვლილებებს ელიან
Your browser doesn’t support HTML5
უცხოელი - ასე განსაზღვრავს ამერიკის კანონმდებლობა იმიგრანტის სტატუსს, რომელიც ჯერ მოქალაქე არ არის. ტერმინი, რომელიც ზოგიერთი იმიგრანტისთვის დამამცირებელად აღიქმება, შესაძლოა მალე შეიცვალოს. კონგრესისგან კანონში ცვლილებებს ამერიკის 46-ე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ითხოვს.