მოსალოდნელია, რომ არჩეული პრეზიდენტი ბაიდენი, მას შემდეგ რაც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს დაიკავებს, პრეზიდენტ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას შეცვლის.
როგორც ჩანს, ბაიდენის პრიორიტეტი „დაკა“ იქნება - ობამას ადმინისტრაციის საიმიგრაციო პროგრამა, რომელიც დეპორტაციისგან იცავდა იმ უსაბუთო იმიგრანტებს, ვინც აშშ-ში მცირე ასაკში ჩამოიყვანეს.
დროებითი მომუშავეები და საერთაშორისო სტუდენტები
რაც შეეხება დროებით დასაქმებულებს და საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებსაც არასაიმიგრაციო H-1B და F-1 ვიზები, აშშ-ში დროებით ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას აძლევს, ექსპერტები აცხადებენ, რომ ახალი პრეზიდენტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დაწესებულ შეზღუდვებს გააუქმებს.
მაგრამ, მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, სარა პირსი ფიქრობს, რომ პანდემიის პირობებში, შესაძლოა, საიმიგრაციო საკითხები ბაიდენის პრიორიტეტი არ იყოს.
ასევე ნახეთ: ტრამპის გარდამავალი პერიოდის ტაქტიკას ბაიდენი "აღმაშფოთებლად" თვლისამერიკელი მუშა ძალის დაცვის აუცილებლობის მოტივით, ტრამპის ადმინისტრაციამ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ზღუდავს ლეგალურ იმიგრაციას და დროებითი სამუშაო ვიზების გაცემას.
F-1 ვიზის მფლობელების შესახებ, არჩეული პრეზიდენტის კამპანიის ვებ გვერდზე გამოკვეთით არ არის საუბარი საერთაშორისო სტუდენტებზე. თმცა, მათ, ვინც აშშ-ში სწავლობენ, ბაიდენის ასდმინისტრაციის პირობებში ნაკლები შეზღუდვების იმედი აქვთ.
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, ამ ტიპის ვიზებუს რაოდენობა და ხანგრძლივობა შეზღუდული იყო, რაც ზოგიერთი საერთაშორისო სტუდენტისთვის გაურკვევლობა ქმნიდა - შეძლებდნენ თუ არა სწავლის გაგრძელებას შეფერხების გარეშე.
კედელი საზღვარზე
თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის დაკავებიდან 5 დღეში, ორეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რაც აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას გულისხმობდა. მიმდინარწ წლის ოქტომბრის მონაცემნებით, ადმინისტრაციას 400 მილი სიგრძის ახალი ღობე აქვს აშენებული.
ასევე ნახეთ: ბაიდენი ამბობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლისთვის "მთავარსარდალი" გვჭირდებამოსალოდნელია, რომ ბაიდენი დაასრულებს „ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას“, რომელზე დაყრდნობითაც, კონგრესისს მიერ გამოყოფილი თანხები, ქვეყნის სამხრეთით, საზღვრის გასწვრივ კედლის ასაშენებლად, თავდაცვის დეპარტამენტს გადაეცა.
მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენმა კედლის მშენებლობის შეჩერების პირობა დადო, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი სამუშაო, უკვე ხელმოწერილი კონტრაქტის ფარგლებში გაგრძელდეს. ექსპერტები, კედლის უკვე დასრულებული მონაკვეთის დემონტაჟს არ ელიან.