შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 50-ივე შტატისა და ტერიტორიის მმართველებს მიმართა და მოუწოდა, მაისის დასაწყისისთვის კოვიდ-19-ის ვაქცინა ყველა ზრდასრულისთვის ხელმისაწვდომი იყოს.“
„ეს იმაზე ადრე იქნება, ვიდრე მოსალოდნელი იყო“ - განაცხადა პრეზიდენტმა ერისადმი პირველი ოფიციალური მიმართვისას. „ეს არ ნიშნავს, რომ რომ ყველა დაუყოვნებლივ აიცრება. ეს ნიშნავს, რომ პირველი მაისიდან თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ვაქცინაციის სიაში მოხვდეთ“ - განმარტა პრეზიდენტმა.
როგორც პრეზიდენტის მიმართვამდე ოფიციალურმა პირებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, მაისის ბოლოსთვის ქვეყანა ელოდება, რომ ყველა ზრდასრულისთვის ხელმისაწვდომი ვაქცინის მარაგი ექნება.
სადღესასწაულო შეკრებები
ბაიდენი ამბობს, რომ მისი მიზანი იყო, კოვიდ-19-ის პანდემიის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ლიმიტირებული შეკრება შესაძლებელი იყოს.
„4 ივლისისთვის, დიდი შანსია, თქვენ, ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად, თქვენს ეზოებში, სამეზობლოებში შეკრება შეძლოთ. შეძლოთ გქონდეთ ბარბიქიუ და დამოუკიდებლობის დღე იზეიმოთ“- განაცხადა პორეზიდენტმა.
ასევე ნახეთ: პანდემიის გამოცხადებიდან ერთი წელი გავიდა„ეს არ ნიშნავს დიდ ღინსძიებებს, უამრავი ხალხის შეკრებით. ეს იშნავს, რომ მცირე ჯგუფებს, ამ გრძელი და რთული წლის შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ დამოუკიდებლობის დღე მართლაც განსაკუთრებულ დღედ აქციონ. ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი ერის დამოუკიდებლობის, არამედ ამ ვირუსისგან დამოუკიდებლობის დღესაც აღვნიშნავთ“ - განმარტავს ბაიდენი.
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე, მისი პრეზიდენტობის 50-ე დღეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ვაქცინაციის ძალისხმევაში დამატებით 4 000-ზე მეტი სამხედრო პირი ჩაერთო. ამით, მათი რიცხვი უკვე 6 000-ს აჭარბებს.
ოფიციალური პირების განცხადებით, იმუნიზაციის ჩატარების ავტორიზაცია ასევე მიენიჭებათ სტომატოლოგებს, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, ვეტერინარებს, სამედიცინო და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებს.
პრეზიდენტმა ბაიდენმა, სიტყვით გამოსვლისას წინამორბედის მიერ, პანდემიასთან დაკავშირებით გადადგმნული ნაბიჯები გააკრიტიკა.
„ერთი წლის წინ, ამ ვირუსს დახვდა სიჩუმე, უარყოფა დღეების, კვირების და თვეების განმავლობაში. ამან მეტი სიკვდილი მოიტანა, მეტი ინფიცირება, მეტი სტრესი და მარტოობა“ - განაცხადა ბაიდენმა.
ასევე ნახეთ: „ფაიზერის“ ვაქცინა კორონავირუსის ახალ ვარიანტებსაც ამარცხებს - რუბრიკა „გალილეო“
მიუხედავად იმისა, რომ ათასობით სკოლა, საკლასო სწავლებისთვის კვლავ დახურულია და მილიონობით ადამიანი კვლავ უმუშევარია, არის ნიშნები ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების.
ზოგიერთი შტატის ხელისუფლება შეზღუდვებს ამსუბუქებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის ექსპერტები შიშობენ, შეზღუდვების სწრაფად შემსუბუქებამ, შესაძლოა ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდა გამოიწვიოს. ამიტომ, პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ მოსახლეობა სიფხიზლეს არ შეინარჩუნებს, შესაძლოა კვლავ მკაცრი შეზღუდვები დაბრუნდეს.
ოპოზიციური პარტიის რეაქცია
რესპუბლიკელი სენატორი ბილ ჰაგერტი აცხადებს, რომ პრეზიდენტის გზავნილები არასწორი იყო.
„მისი გზავნილები ახალი „ლოქდაუნების“ საფრთხეს მქმნის და არა ერთიანობის, რაც არ არის მიმართულება, საითაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება სვლა“ - აცხადებს სენატორი ტენესის შტატიდან. ის ასევე ამბობს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა, არ გამოხატა მადლიერება დონალდ ტრამპის ლიდერობის მიმართ, რამაც უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინის შექმნას შეუწყო ხელი.
ხსნის ამერიკული გეგმა
ბაიდენის მიმართვას წინ უძღვოდა კონგრესის მიერ კანონპროექტის დამტკიცება, რომელიც პანდემიასთან გასამკლავებლად $1,9 ტრილიონის ღირებულების ეკონომიკის სტიმულირების პაკეტს გულისხმობს. კანონპროექტი დემოკრატი კანონმდებლების ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. რესპუბლიკელები პაკეტის ამ მოცემულობას მხარს არ უჭერდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ პაკეტი ძალიან დიდი მოცულობისაა და რიგ შემთხვევაში მოიცავდა დახმარებას, რომელსაც პანდემიასთან საერთო არაფერი ჰქონდა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა კანონპროექტს ხელი ერისადმი მიმართვის შემდეგ მოაწერა და განაცხადა - „ეს ისტორიული მნიშვნელობის კანონმდებლობა ქვეყნის ხერხემლის აღდგენისთვისაა და ამ ერის ხალხს - მშრომელ და საშუალო ფენის ხალხს, ხალხს რომელმაც ეს ქვეყანა ააშენა - ბრძოლის შანსს აძლევს.“
Your browser doesn’t support HTML5
საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე დაყრდნობით, თეთრ სახლში გამართული ღონისძიების შემდეგ ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა - „ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა, მიუხედავად იმისა, ვის მისცეს ხმა ბოლო არჩევნებში, მხარს უჭერს ამერიკის გადარჩენის გეგმას.“
სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენმა თითოეულ ამერიკელს თხოვნით მიმართა - „ეს ჰიპერბოლა არაა, მე თქვენ მჭირდებით. მე მჭირდება, რომ თქვენ აიცრათ, როცა თვქნი ჯერი მოვა. თუ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი ეკონომიკა გამოსწორდება, ჩვენი შვილები სკოლებში დაბრუნდებიან და კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ ამ ქვეყანას ყველაფრის გაკეთება შეუძლია.“