შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსულ "ჩრდილოეთის ნაკად-2"-ს ევროპისთვის ცუდ ხელშეკრულებად მიიჩნევს. განცხადება თეთრმა სახლმა დღეს გაავრცელა.
ცოტა ხნის წინ, თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის აზრით, ნორდსტრიმის სახელით ცნობილი პროექტი, "ევროპისთვის ცუდი ხელშეკრულებაა". შესაბამისად, ვაშინგტონი ამ ეტაპზე განიხილავს მილსადენის საკითხს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, მის შესაჩერებლად სანქციების საჭიროების მიმართულებით.
ასევე ნახეთ: ექსპერტები: რუსეთი არაფრის გადატვირთვას არ აპირებს, ბაიდენმა კი ამერიკის ინტერესები და ღირებულებები უნდა დაიცვასპროექტის დასრულებას წინა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაც ეწინააღმდეგებოდა. მილსადენმა რუსული გაზი გერმანიამდე უკრაინისთვის გვერდის ავლით, ბალტიის ზღვის ფსკერზე დამონტაჟებული გაყვანილობით უნდა მიიტანოს. გასულ წელს, კონგრესის ორპარტიული თანხმობით, თეთრმა სახლმა მილსადენს სანქციები დაუწესა და მისი მშენებლობა დროებით შეფერხდა.