ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში რამდენიმე მაღალ თანამდებობაზე ქალი სახელმწიფო მოხელე დაინიშნება.
ერთ-ერთი ასეთი იქნება ქეით ბედინგფილდი, რომელიც თეთრი სახლის კომუნიკაციის გუნდს უხელმძღვანელებს. ყველაზე ბოლოს, ის ბაიდენის საარჩევნო კამპანიის კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე იყო. ჯენ ფსაკი კი ამ ოფისიდან თეთრი სახლის პრეს სპიკერის თანამდებობას დაიკავებს და მედიასთან ურთიერთობებს გაუძღვება. იგი ობამას ადმინისტრაციაში თეთრი სახლის კომუნიკაციის ოფისს ედგა სათავეში.
ქალი ხელმძღვანელი ეყოლება გავლენიან თეთრი სახლის მენეჯმენტისა და საბიუჟეტო სამსახურს. ამ პოსტს ნირა ტანდინი ჩაიბარებს. იგი ბოლოს მემარცხენე კვლევით ორგანიზაციას "ამერიკის პროგრესის ცენტრს" ხელმძღვანელობდა.
ასევე ნახეთ: არჩეული პრეზიდენტი ბაიდენი ამერიკელებს მიმართავსბაიდენი ასევე წარადგენს პრინსტონის უნივერსიტეტის შრომითი საკითხების ეკონომისტს სესილი რუზს თეთრი სახლის ეკონომიკის მრჩეველთა სამკაციანი გუნდის ხელმძღვანელად. დანარჩენი ორი წევრი არიან ცნობილი ეკონომისტები ჯარედ ბერნსტაინი და ჰედერ ბუში. სამივე მათგანი მთავრობის რეაგირების საკითხებზე მუშაობს პანდემიის შედეგად გამოწვეული ზარალის გამოსასწორებლად.
ამ დღეებში, ჯო ბაიდენმა უკვე დაასახელა ეკონომისტი ჯანეტ იელინი ხაზინის დეპარტამენტის მეთაურად.