ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ეტაპობრივი გამოცხადების პარალერულად, დემოკრატმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა, საკუთარ მხარდამჭერებს, დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონიდან მიმართა.
„მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - თქვა მან. მან აღნიშნა, რომ „დარწმუნებულია“, რომ ის არიზონას შტატის მხარდაჭერას მიიღებს. მან მიჩიგანის და უისკონსინის შტატების მოგების შანსებზე საუბრისას განაცხადა, რომ "კარგი განცდა აქვს".
ასევე ნახეთ: ვინ მოიპოვებს სენატს?„შეინარჩუნეთ რწმენა“, - მოუწოდა მან თავის მხარდამჭერებს. „ჩვენ ამ [არჩევნებს] მოვიგებთ", - თქვა მან.
დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა მხარდამჭერებს მიმართვისას, თქვა, რომ მოსალოდნელი იყო, რომ არჩევნების ღამეს შედეგების გამოცხადების პროცესი დიდ დროს წაიღებდა. „მე მჯერა ჩვენ ვდგავართ ამ არჩევნების მოგების გზაზე“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ: შტატები, რომლებიც კანდიდატებმა მოიგესგანცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ტრამპმაც "ტვიტერზე“. ის სავარაუდოდ, ამომრჩეველს მოგვიანებით მიმართავს.
„ჩვენ წინ მივდივართ, მაგრამ ისინი ცდილობენ არჩევნების მოპარვას. ჩვენ მათ ამის უფლებას არ მივცემთ. ხმის მიცემა არ უნდა ხდებოდეს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ“, - თქვა მან.
2020 წლის არჩევნებზე, შედეგების გამოცხადების გაჭიანურებას, რეკორდული რაოდენობის ამომრჩევლის მიერ, ხმის ფოსტით და ადრეულად მიცემა განაპირობებს.