კოალიციის წევრების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ბერლუსკონიმ პრემიერ მინისტრობაზე საკუთარი კანდიდატურა არ უნდა წამოაყენოს
იტალიის ყოფილმა ლიდერმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ლიგასთან შეთხნმებით, მომავალი თვის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ერთობლივად გეგმავს . თუმცა მან იქვე დასძინა, რომ პრემიერ მინისტრობაზე საკუთარი კანდიტატის წამოყენებას არ აპირებს.
შეთანხმების შესახებ განცხადება ბერლუსკონიმ იტალიის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მოგვიანებით, ლიგის ლიდერმა რეობერტო მარონიმ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კოალიციის წევრების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ბერლუსკონიმ პრემიერ მინისტრობაზე საკუთარი კანდიდატურა არ უნდა წამოაყენოს.