ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალია არჩევნებისთვის ემზადება


არჩვენებამდე მონტი დროებით მთავრობას ჩაუდგება სათავეში

შაბათს იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა, რითაც გზა გაუხსნა არჩევნებს, რომელიც მომავალი წლის თებერვალშია დაგეგმილი. პარასკევს პრემიერ მინისტრი მარიო მონტი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მისი სადავო ბიუჯეტი დაამტკიცა. მონტი დროებით მთავრობას არჩევნებამდე ჩაუდგება სათავეში. კვირას გაირკვევა, გაუძღვება თუ არა იგი ცენტრისტულ კოალიციას, რომელიც ახალი წლის შემდეგ მონტის მთავრობაში დაბრუნებას შეუწყობს ხელს. არჩევნების ზუსტი თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა. პრეზიდენტმა ნაპოლიტანომ სავარაუდო დღედ 24 თებერვალი დაასახელა.

XS
SM
MD
LG