მილიარდერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ისევ გააგრძელებს
იტალიის პარლამენტმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი საკანონმდებლო ორგანოდან გააძევა. თუმცა, მილიარდერი პოლიტიკოსი, რომელმაც პრემიერად სამი ვადით იმსახურა, ჯიუტად აცხადებს, რომ ის ისევ გააგრძელებს აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას.
იტალიის სენატმა საგადასახადო თაღლითობაში ბრალდებული ექსპრემიერის პარლამენტიდან გარიცხვას ოთხშაბათს უყარა კენჭი და დაამტკიცა. მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა. იტალიის ექსპრემიერმა ეს ფაქტი „დემოკრატიისთვის გლოვის დღედ“ შეაფასა და განაცხადა, რომ საკანონმდებლო საქმიანობის აკრძალვის მიუხედავად, ის იტალიის პოლიტიკურ ავანსცენაზე დარჩენას გეგმავს.