გერმანიამ კიდევ ერთხელ უარო ალექსანდრ ლუკაშენკოს წინადადება, 2000-მდე მიგრანტის ქვეყანაში შეშვების თაობაზე, რომლებიც ამ დროისთვის ბელარუსში იმყოფებიან. ლუკაშენკო აცხადებს, რომ ევროპელი ოფიციალური პირები, პრობლემის გადაწყვეტისთვის, მინსკთან არ თანამშრომლობენ და ამბობს, რომ ვითარება შესაძლოა, შეიარაღებული დაპირისპირებამდე მივიდეს.
ევროკავშირი ლუკაშენკოს რეჟიმს ახლო აღმოსავლეთიდან ათასობით მიგრანტის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების მობილიზებაში და შემდეგ ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთისთვის მათზე ზეწოლაში სდებს ბრალს. მიგრანტები პოლონეთის, ლიეტვუისა და ლატვიის საზღვართან იმყოფებიან. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს არის ლუკაშენკოს პასუხი, მათ მიერ დაწესებულ სანქციებზე.
Your browser doesn’t support HTML5
ევროკავშირმა, ლუკაშენკოს სანქციები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევის გამო დაუწესა, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში შედეგად დემონსტრანტის გარდაცვალება მოჰყვა.
„ჩვენ არ გვსურს კონფრონტაცია, რადგან ვიცით, რომ თუ ეს პროცესები შორს წავა, ომი გარდაუვალია“ - ლუკაშენკოს ამ განცხადებას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
გერმანია ლუკაშენკოს კრიტიკას არ იღებს. „2000 მიგრანტისთვის, გერმანიისკენ ჰუმანიტარული კორიდორი გახსნა, არ არის გერმანიისთვის, ან ევროკავშირისთვის მისაღები გამოსავალი“ - აცხადებს გერმანიის მთავრობის სპიკერი.
ავსტრიის კანცლერი, ალექსანდერ შელენბერგი ამბობს, რომ ევროკავშირი, ბელარუსის შანტაჟს არ უნდა დაჰყვეს.
„ევროკავშირზე სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ჰიბრიდულ თავდასხმაზე, ჩვენი პასუხი უნდა იყოს ერთიანი და ძალიან ნათელი“ ამბობს კანცლერი.
ლიეტუვის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გერმანია მინსკთან, რაიმე სახის ცალკე შეთანხმებას არ ცდილობს.
„ვფიქრობ, დადგა დრო, რომ მრავალმხრივი კონტაქტის სასარგებლოდ, ორმხრივი კონტაქტები შეწყდეს იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ეჭვი, რომ ვინმეს ზურგს უკან რაღაც ხდება“ - აცხადებს გიტანას ნაუსედა.
გასულ კვირას, მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით, ლუკაშენკომ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარი ორჯერ გამართა. ამან, ბრიუსელში იმ პირების გაღიზიანება გამოიწვია, ვინც მიიჩნევს, რომ კრიზისის განმავლობაში, მინსკი „არაჰუმანურად და განგსტერულად“ მოქმედებს.
ასევე ნახეთ: უკრაინა რუსეთისგან თავდასხმას ელოდება - მოსკოვი ამბობს, რომ არაპოლონეთის საზღვართან შეკრებილი მიგრანტები აცხადებენ, რომ მათ პოლონეთის გავლით, გერმანიაში ჩასვლა სურთ. ლუკაშენკომ კი მზადყოფნა გამოთქვა, ისინი გერმანიაში თვითმფრინავით გაამგზავროს.
18 ნოემბერს, ბელარუსის ხელისუფლებამ 400 მიგრანტი ერაყში დააბრუნა. ლუკაშენკო აცხადებს, რომ მინსკი „საჭიროების შემთხვევაში“ მზად არის მსგავსი ფრენები განახორციელოს.