ბელარუსის არჩევნებში, საარჩევნო კომისიის თქმით, კვლავ ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა, ხმების 80.23 პროცენტით. არჩევნების შედეგებს, ქვეყანაში, საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, განაცხადა, რომ ის გამოსვლებს ჩაახშობს. ოპოზიციის კანდიდატმა სვიატლანა ციხანიუსკაიამ ოფიციალური შედეგებით ხმების 9.9 პროცენტი მიიღო.
ლუკაშენკომ დემონსტრანტებს „ცხვრები“ უწოდა და განაცხადა, რომ მათით უცხოური ძალები მანიპულირებენ.
ადამიანის უფლებების ორგანიზაციამ „ვიესნას ადამიანის უფლებების ცენტრმა“ განაცხადა, რომ შეტაკებებისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, ამ პირის იდენთიფიკაცია არ მოუხდნიათ. ამ დრომდე ეს ინფორმაცია არ დასტურდება. მთავრობა აღნიშნულს უარყოფს.
ასევე ნახეთ: დასავლეთი "შეშფოთებით" აკვირდება ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებსშეტაკებებისას ათობით ადამიანი დაშავდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყის ჭავლი გამოიყენა. არჩევნების შედეგების გამოცხადებასთან ერთად, მინსკში ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა და დემონსტრაციები დღესაც გრძელდება.
ციხანოუსკაიამ განაცხადა, რომ ის შედეგებს არ აღიარებს.
„ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ, რადან ჩვენ გადავლახეთ შიში, აპათეა და გულგრილობა“, - თქვა მან.
განცხადება გააკეთა ასევე მარია კოლესნიკოვამ, ოპოზიციის კანდიდატის ვიკტორ ბაბარიკას კამპანიის ხელმძღვანელმა და შედეგები უარყო. ბაბარიკა, ბანკის ყოფილი მმართველი, ახლა ციხეშია.
ასევე ნახეთ: ჟურნალისტები მოუწოდებენ ბელორუსის მთავრობას გაათავისუფლოს დაკავებული ბლოგერი„პირველად ხდება, როცა მთავრობას არ აქვს ხალხის უმრავლესობი მხარდაჭერა. ვხედავთ, რომ [მთავრობას] საერთოდ არ შეუძლია ქვეყნის მართვა“, - თქვა მან.
დემონსტრაციები გაიმართა ასევე სხვა ქალაქებშიც, მათ შორის გოლელში, გროდნოოში და ბრესტში.
ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდი საპროტესტო გამოსვლების და დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
დემონსტრაციების რამდენიმე კვირიანი ტალღა, საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს მეტოქის ვიქტარ ბაბარიკას და ოპოზიცის სხვა წევრების დაკავებას მოჰყვა. ბაბარიკა ცენტრალურმა საარჩეევნო კომისიამ არჩევნებზე არ დაუშვა. დაკავებულია ასევე ბლოგერი, სერგეი ციხანიუსკი. ის საარჩევნო კომისიამ არჩევნებზე არ დაუშვა. სწორედ ამიტომ მის ნაცვლად არჩევნებში მონაწილეოებას, მისი ცოლი, სვეტლანა ციხანიუსკაია იღებდა. 37 წლის ციხანიუსკაია ოპოზიციის სახე გახდა.
ასევე ნახეთ: უკრაინა იმედოვნებს რომ მინსკი, რუსი დაქირავებულების უკრაინაში ექსტრადიციას მოახდენსციხანიუსკი მაისში საპროტესტო გამოსვლაზე დააკავეს და თუ მას დამნაშავედ ცნობენ, ციხეში სამი წელი ემუქრება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ ლეიენმა ძალადობა დაგმო და ბელარუსის მთავრობას მოუწოდა, არჩევნების სწორი შედეგები გამოაქვეყენოს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ლუკაშენკოს გამარჯვება ტელეგრამით მიულოცა.
„იმედი მაქვს თქვენი სახელმწიფოებრივი ქმედებები ხელს შეუწყობს ორმხრივად სასარგებლო რუსულ-ბელორუსულ ურთიერთობის განვითარების გაგრძელებას ყველა მიმართულეებით, თანამშრომლობის გარღვმავებას ერთიანი კავშირის ფარგლებში“, - ნათქვამი იყო ტელეგრამაში.
ასევე ნახეთ: ბელარუსი აცხადებს, რომ 30 რუსი მებრძოლი დააკავაინტერნეტ თავისუფლების მონიტორინგის ორგანიზაციამ „ნეტბლოკს“ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომა 9 აგვისტოს დილიდან შეზღუდულია.