ბელარუსში კიდევ ერთი ოპოზიციონერი დააკავეს

ოპოზიცია ბელარუსში

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, დააკავეს. აღნიშნულის შესახებ მისმა გუნდმა განაცხადა.

41 წლის ანდრეი დმიტრიევი, აქტივისტი, რომელიც ლუკაშენკოს საწინააღმდეგო მოძრაობას ხელმძღვანელობს, ოთხშაბათს დააკავეს დედაქალაქ მინსკში, ნათქვამია მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

მისი დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ასევე ნახეთ: უკრაინა ამბობს, რომ ბელარუსის საზღვრიდან მომავალი საფრთხისთვის მზად უნდა იყოს

ლუკაშენკომ, რომელიც ხელისუფლებაში 1994 წლიდანაა, 2020 წლის არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. არჩევნებს საპროტესტო მოძრაობა მოჰყვა, რომელიც ლუკაშენკოს მთავრობამ სასტიკად ჩაახშო და გააძლიერა რეპრესიები პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. ოფიციალურმა შედეგებმა აჩვენა, რომ დმიტრიევი არჩევნებში მეოთხე ადგილზე გავიდა ხმების 1,2%-ით.

უფლებადამცველი ჯგუფების შეფასებით, 2020 წლის საპროტესტო გამოსვლების დარბევის შედეგად ბელარუსში დაახლოებით 1500 პოლიტპატიმარია.