გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ორშაბათს სირიაში მიმდიდნარე 14 თვიან სისხლისღვრას მიუღებელი და დაუშვებელი უწოდა. ძალადობას დღემდე არსებული მონაცემებით 9000 ადამიანი ემსხვერპლა. ბან კი მუნმა ეს განცხადება ვაშინგტონში ყოფნის დროს გააკეთა. სირიაში შემნილ ვითრებას გაეროს გენერალურმა მდივანმა უკიდურესად სერიოზული უწოდა და ამასთან საერთაშორისო თანამეგობრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სატკივარად შეფასა. ბატონი ბან კი მუნის განცხადებით, პრიორიტეტად ის 300 დამკვირვებლის სრულ დისლოცირებას გულისხმობს. ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მისია კი მისი აზით ჯერჯერობით უშედეგოდ ხორციელდება.