კუნძულ ბალიზე ვულკანის ამოფრქვევას ელოდებიან. ინდონეზიის კურორტულ ცენტრში მთა აგუნგის გამო განგაშია გამოცხადებული.
ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა საშიშროების ზონა გააფართოვეს და ახლა ის ვულკანიდან 10 კილომეტრის რადიუსში მთელ ტერიტორიას მოიცავს. ეს ნიშნავს, რომ ვულკანის სიახლოვეს მცხოვრები 100 000 ადამიანის ევაკუაცია გახდება საჭირო.
სტიქიურ უბედურებაზე რეაგირების ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ცხელი ლავა მთის ფერდობებზე მალე გადმოვა. მთის შიგნით აფეთქებების მსგავსი ხმა რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაც ისმის, კვამლის დანახვა კი საკმაოდ დიდი მანძილიდანაა შესაძლებელი. კვამლის გამო ხელისუფლებამ კურორტის აეროპორტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
გაუქმდა 500-მდე რეისი, 60 000-მდე მგზავრი კი იძულებული გახდა, მგზავრობის გეგმები შეეცვალა. ისინი წუხდნენ, რომ ამის შესახებ ისინი წინასწარ არავის გაუფრთხილებია. თუმცა ტურისტების ნაწილმა გადაწყვიტა სადამკვირვებლო ცენტრში გადაინაცვლოს, რათა ვულკანის ამოფრქვევა სკაუთარი თვალით ნახოს.